"ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან" - რა მოხდა მარ­ტყოფ­ში, ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტერ­ში? - კვირის პალიტრა

"ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან" - რა მოხდა მარ­ტყოფ­ში, ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტერ­ში?

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრეა ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი ინფორმაციით, მკვლელობა "ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა ჩაიდინა და მონასტრიდან გაიქცა".

"როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან" - წერს ჯაღმაიძე.

წყარო