იმყოფებოდნენ თუ არა "პეგასუსის" თვთმფრინავში საქართველოს მოქალაქეები, რომელიც სტამბოლში დაფრენისას მოცურდა და ხევში გადავარდა? - კვირის პალიტრა

იმყოფებოდნენ თუ არა "პეგასუსის" თვთმფრინავში საქართველოს მოქალაქეები, რომელიც სტამბოლში დაფრენისას მოცურდა და ხევში გადავარდა?

"პეგასუსის“ თვითმფრინავში, რომელიც სტამბოლში დაფრენისას მოცურდა და ხევში გადავარდა, საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე არ შესულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გენერალური საკონსულო ყველა შესაბამის უწყებასთან კავშირზეა.

"ამჟამად დაშავებულები ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ამ ეტაპისთვის ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. გენ. საკონსულო ყველა შესაბამის უწყებასთან კავშირზეა'',-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

ცნობისთვის, სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში ინციდენტი მოხდა. ავიაკომპანია "პეგასუსის“ სამგზავრო თვითმფრინავი დაფრენის დროს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოცურდა და ხევში გადავარდა.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის მეჰმეთ ჯაჰიდ თურჰანის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაღუპულები არ არიან. მისი თქმით, ყველა მგზავრის ევაკუირება დროულად მოხდა.

თვითმფრინავში 117 მგზავრი იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"