"მოკლული ერთი წლის განმავლობაში დადიოდა ჩემთან" - მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - კვირის პალიტრა

"მოკლული ერთი წლის განმავლობაში დადიოდა ჩემთან" - მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარმა მამა ბენიამინმა "პალიტრანიუსთთან" საუბრისას განაცხადა, სავარაუდო მკვლელი წარსულში ნასამართლევი იყო და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 18 წელი იმყოფებოდა.

"03:15 წუთი იყო, როდესაც ჩემს ოთახში შემოვიდა სტუმარი და მითხრა, რომ მის ოთახში გარდაცვლილი იყო. რომ შევედი, დავინახე, რომ ლოგინში იყო ადამიანი და მას კისერში დანა ჰქონდა ჩარტყმული. შემდგომ პოლიციაში დავრეკეთ, ნახევარ საათში პოლიცია მოვიდა და ის, ვინც ეს ამბავი შემატყობინა და მასთან ერთად, ვინც ცხოვრობდა გამოკითხვაზე წაიყვანეს. 3 ადამიანი ცხოვრობდა ერთად კელიაში. როცა ეს ადამიანი გამოკითხვიდან მოვიდა დავინტერესდი და ვკითხე რამე კონფლიქტი იყო თუ არა გაქცეულსა და დაღუპულს შორის. მან მითხრა, რომ მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ალბათ რომ დაიჭერენ, მერე გაირკვევა",-განაცხადა მამა ბენიამინმა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, სავარაუდო მკვლელი, პირი, რომელიც ახლა მონასტრიდანაა გაქცეული სხვების მიმართ აგრესიული არ იყო.

"მოკლული ერთი წლის განმავლობაში დადიოდა ჩემთან, თვეში 10-20 დღის განმავლობაში იყო ხოლმე მონასტერში, იგორი ერქვა. ფიზიკურად სუსტი იყო და ხშრად ექიმთან დადიოდა. ის, ვინც გაქცეულია, ანუ სავარაუდო მკვლელი, წელიწადნახევრის განმავლობაში დადიოდა მონასტერში და ისიც თვეში 10-დან 20 დღემდე რჩებოდა ხოლმე. გაქცეული ადრე ციხეში ყოფილა ნაჯდომი, 18 წელი. მე არ ვიცოდი, რომ ის ნასამართლევი იყო, მაგრამ როცა მონასტერში ცხოვრობდა, მღვდლების მორჩილებას ასრულებდა და მე არ დამინახია, რომ მას ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. როდესაც ასეთი ხალხი მოჰყავთ ჩემთან, თუ ის სხვების მიმართ აგრესიულია, ასეთებს ეკლესიიდან ვუშვებ ხოლმე, მაგრამ ეს სხვების მიმართ აგრესიული არ იყო. ეს ადამიანი სამეგრელოდან იყო, კახა ჰქვია, მოკლული კი ერთი წლის ჩამოსული იყო მოსკოვიდან სახლ-კარი არ ჰქონდა და ხან ჩემთან ტაძარში და ხან მის მეგობრებთან რჩებოდა ხოლმე",-აღნიშნა მამა ბენიამინმა.

"ინტერპრესნიუსი"