"სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად" - პატრიარქი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად" - პატრიარქი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბაღდათში, გორგოძეების ოჯახში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"3 თებერვალს, ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად.

აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის - ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, ქალბატონ მაგულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგინი და მარადიული ნეტარება მიანიჭოს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ჭირსა შინა სიმტკიცე.

თქვენი სიცოცხლე და ლოცვითი შეწევნა ძალიან სჭირდებათ იმ ქვეყნად წასულ თქვენს ახლობლებს, განსაკუთრებით ორმოცი დღის განმავლობაში.

გამხნევდით და გაძლიერდით!

ამასთან, ვთხოვთ მეუფე ანტონს, ეპარქიის სამღვდელოებამ თავის მოსახსენიებელში შეიტანოს გარდაცვლილთა სახელები", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.