"მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა..." - რას ამბობს კლინიკის დირექტორი ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობაზე? - კვირის პალიტრა

"მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა..." - რას ამბობს კლინიკის დირექტორი ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობაზე?

კლინიკა "ჰელსიკორის" გენერალური დირექტორის რუსუდან ლაგვილავას ინფორმაციით, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ანალიზებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

მისივე განცხადებით, პაციენტის გაწერა უახლოესი დღეების განმავლობაში არ იგეგმება.

"ვაგრძელებთ გამოკვლევებს და შესაბამისი მკურნალობა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში მისი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება. ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. გუშინ ღამე ჩაუტარდა კორონაროგრაფია. ავთანდილ წერეთელი საერთოდ ჩვენი კლინიკის პაციენტია. მას კორონაროგრაფია რამდენიმე თვის წინაც ჩაუტარდა ჩვენს კლინიკაში და რომ შევადარეთ, ცვლილებები არის. ერთი სისხლძარღვი 50%-ით არის შევიწროვებული, მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა გადაწყვიტა, რომ სტენტირება არ იყო გასაკეთებელი. კრეატინინი არის ძალიან მაღალი, რაც ნიშნავს, რომ არის თირკმლის პრობლემაცაა და ვაგრძელებთ კვლევას",-განაცხადა რუსუდან ლაგვილავა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი კლინიკაში გუშინ საღამოს უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"