როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-11 თებერვალს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-11 თებერვალს

9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი ქარი, ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.

"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.