"ქართველები რომ არ დავეტაკოთ ერთმანეთს, შარი არ მოვდოთ და გული არ ვატკინოთ, სხვანაირად არ შეგვიძლია..."
"ქართველები რომ არ დავეტაკოთ ერთმანეთს, შარი არ მოვდოთ და გული არ ვატკინოთ, სხვანაირად არ შეგვიძლია..."
"ნიკუშა მაგარი ბიჭი მყავს.­ რაღაცაში ხომ უნდა გამიმართლოს..."

გავცივდი და სუსტად ვარო, მითხრა მსახიობმა ზურა ყიფშიძემ,­ მოგვიანებით ისევ დავუკავშირდი და ინტერვიუზე უარი აღარ უთქვამს.

- გიჟურად, ნერვიულად, დაძაბულად ჩაიარა გასულმა წელმა, ბევრი ახლობელი გავაცილე, ერეკლე ბადურაშვილი წავიდა, ბოლოს ზაზა ურუშაძე, კინოკავშირის თავ­მჯდომარე. ქართველები რომ არ დავეტაკოთ ერთმანეთს, შარი არ მოვდოთ და გული არ ვატკინოთ, სხვანაირად არ შეგვიძლია. ეტყობა, ამაზე ინერვიულა და... ახლა გვარებს არ დავასახელებ, ჰოდა, აღარაა­ ზაზა, ტკბილი ადამიანი,
დიდი ბავშვი...

- ნაყოფიერი შემოქმედებითი წელი გქონდათ?­
- ორ რუსულ სერიალზე­ ვამ­თავრებ­ მუშაობას. ერთს "რუსსკი რაბ" ჰქვია. ბო­რის­­ გოდუნოვის ხანაა, მე ასირიელ მღვ­დელს ვთამაშობ. ჩემთან ერთად თამაშობენ კორკოტა, გიორგი გურგულია, მალხაზ აბულაძე, ირაკლი აფაქიძე... მეორე სერიალს მაზალო სახელი ჰქვია - "მირ, დრუჟბა, ჟვაჩკა". 90-იანი წლების რუსეთში­
ქართველ მაფიოზს ვასახიერებ. პარალელურად, "მოსფილმში" ნიურნბერგის პროცესზე იწყებენ ფილმის გადაღებას, იოსებ ორბელის როლზე დამამტკიცეს. ის ქუთაისელი, თბილისსა და პეტერბურგში მოღვაწე სომეხი იყო, რომელიც 1932-დან 1951 წლამდე ერმიტაჟის დირექტორი გახლდათ და ორჯერ გადაარჩინა დარბევას...

- რუსულ პროექტებში მონაწილეობთ...
- ხელოვნებას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან. 5 წელია სანქტ-პეტერბურგში ტარდება ქართული კინოს დღეები, რომელიც წელს შეჩერდა. არის ფესტივალი "ზოლოტოი ვიტიაზიც", სადაც ქართული კინოს პროპაგანდას ეწევიან. იქ ყველა ტირის, როგორ მოგვენატრეთო. სულ თავს იმართლებენ, ეს იგრძნობა მათი ქცევით, ლაპარაკით.

- საქართველოში რა პროექტებში ხართ?
- მეოთხე წელია ტელეპროექტში "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ" ვარ. თეატრში კრიზისი გვაქვს. ორი წელია ახალი ხელმ­ძღვანელი გვყავს და მხოლოდ "დედა კურ­აჟი" დადგა. ზურა გეწაძემ დაიწყო ახალ სპექტაკლზე მუშაობა, არ ვიცი, როგორი გამოვა. ძველ სპექტაკლებს ვთამაშობ მარჯანიშვილში. მეფე ლირი კარგად მიდის, ბილეთები ისევ არ იშოვება.

- შეუძლოდ ყოფნისას თქვენს ძაღლებზე ვინ ზრუნავს?
- ჩემი შვილიშვილი ნიკუშა. თავის­ თავსაც უვლის, კალათბურთზეც დადის...
ზურა და ნიკუშა
ორივენი კალათბურთის გულშემატკივრები ვართ. ამას წინათ, ცუდი სიზმარი ვნახეო და, ბებიამისს რაღაც საშინელებას მოუყვა. საწყენ ამბავს გაიგებო, ასეთი ახსნა მოუძებნა ამ სიზმარს ჩემმა მეუღლემ და რამდენიმე წუთში მართლაც კობი ბრაიანტის ამბავი გავიგეთ ტელევიზიით. ძალიან მეწყინა. იმანაც ძალიან დამწყვიტა­ გული, ქართველი ბორჯღალოსანი რომ დაიღუპა საფრანგეთში ავარიაში. ნიკუშა მაგარი ბიჭი მყავს.­ რაღაცაში ხომ უნდა გამიმართლოს, აი, ნიკუშამ გამიმართლა.

- თქვენგან ქება პირველად გავიგე და გამიკვირდა, გიორგიზე სულ ბრაზობდით.
- რატომ, კაცო, რაღაცაში ვერ ვემთხვევით, ჩემი და ჩემი მშობლების შეხედუ­ლებებიც არ ემთხვეოდა. როცა ხედავ, 18 წ­ლის ბიჭი ამდენს აკეთებს, პასუ­ხისმგ­ებლიანია, სტუდენტი გახდა, სასიამოვნოა.

- პატარა ბიჭი, გიორგის ალექსანდრეს ვგულისხმობ, როგორ იქცევა, კიდევ გაოცებთ?
- საოცარი ტიპია, ჭკვიანი, მოსიყვარულე, გაიზარდა, გაიწელა, იშვიათად ვხედავ.

- რატომ?
- ახლა ალექსანდრე დედამისთან არის. გიორგის სხვა ცოლი ჰყავს...

- 24 წლის მსახიობიაო, წავიკითხე.
- არ არის მსახიობი. ენი ჰქვია, დღე-დ­ღეზე ბავშვს ელოდებიან, ბიჭს. ენის ლონდონში ჰყავს ოჯახი, ქართველია. რამდენიმეჯერ შევხვდით. მათი გადაწყვეტილება ჩემი საქმე არ არის, ამიტომ ჩუმად ვარ.

- გიორგიმ თუ გითხრათ თავისი გადაწყვ­ეტილების შესახებ, სანამ იქორწინებდა?
- რომ გვითხრა, მერე რა... ნატალია დადებითად შეხვდა ამას. ის უფრო კარგად იცნობს ენის, ვიდრე მე. წელს ლენ­უკ­ამაც შექმნა ოჯახი და კარგი არჩევანი გააკეთა.

- ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ადევნ­ებთ თვალს?
- ერთხელ ერთმა კორეს­პონდენტმა­ მიკროფონი­ მომაბჯინა სახეზე და მკითხა,­ ბატონო ზურა, როდის დაიწყება წარღვნაო?­ დაწყებული არ არის, თუ თქვენ გგონიათ, დილით დაიწყება და საღამოს დამთავრდება-მეთქი? გრიპიც წარღვნაა, ბომბიც. დედამიწა გაგიჟდა, ისეთ რამეებს ვაკეთებთ ადამიანები. რამაზ ჩხიკვაძის არ იყოს, ვეღარ­ ვიტან სიტყვებს "პოლიტიკა" და "დემოკრატია". დემოკრატიას ამოფარებული­ რამდენია და დემოკრატია, დემოკრატიაო, გაიძახიან...

ჩვენ ზედაპირულად ვიცით რაღაცები, ნეტავ სინამდვილეში როგორაა საქმე. მინდა ყველას დაუფასდეს შრომა, მშვიდი და სტაბილური ცხოვრება გვქონდეს. ადამიანები ადამიანებს ვგავდეთ, ღმერთის გვწამდეს.

ლეა
22 თებერვალი 2020 18:18
გენიალური ადამიანი და მსახიობი! ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მოგცეთ, სამწუხაროდ საქართველოს თქვენი ნიჭის გამოყენების შესაძლებლობა არა აქვს.
ეჰჰ :(
21 თებერვალი 2020 22:35
მსახიობებს ქრისტეანების სასაფლაოზე არ ასაფლავებდნენ და იცით რატომ?
სანამ კიდევ დროა ამ წუთისოფელში, სჯობს გაიგოთ მიზეზი და დაფიქრდეთ თქვენს მომავალ ხვედრზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?