მეტროს "საბურთალოს ხაზზე" შეფერხებაა - კვირის პალიტრა

მეტროს "საბურთალოს ხაზზე" შეფერხებაა

მეტროპოლიტენის "საბურთალოს ხაზი" მგზავრებს დროებით არ იღებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" განუცხადეს, შეფერხება ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე გასულია შესაბამისი ჯგუფი.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" აცხადებენ, რომ მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრების მიღებას რამდენიმე წუთში აღადგენს.

"ინტერპრესნიუსი"