თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზმა" მუშაობა განაახლა - კვირის პალიტრა

თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზმა" მუშაობა განაახლა

თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზმა" მუშაობა განაახლა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. საბურთალოს ხაზზე მოძრაობა დილიდან იყო შეფერხებული.

მეტროში შეფერხება "დელისზე" ხანძარმა გამოიწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეტროსადგურ "დელისზე" შპალი დაიწვა.

მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

"ინტერპრესნიუსი"