ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა
ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა
"სახლი დიდი ხნის მიტოვებული იყო, არც კარი ჰქონდა და არც ფანჯარა, ამიტომაც მოედო სწრაფად ცეცხლი, 15 წუთში დაიფერფლა"

სულისშემძვრელია ბაღდათში მომხდარი უმძიმესი ტრაგედია. 3 თებერვალს მიტოვებულ ხის სახლში გაჩენილ ხანძართან ყველა უძლური აღმოჩნდა - 15 წუთში ჩაიფერფლა სახლი, სადაც 6 ადამიანი იმყოფებოდა. 15 წუთში დასრულდა გორგოძეების ოჯახის ცხოვრება, დედა და მისი 4 პატარა ხანძარმა იმსხვერპლა. მაშველები ცდილობდნენ მათ გადარჩენას, მაგრამ ვერავინ შეძლო აგიზგიზებული ცეცხლის ჩაქრობა, ცეცხლის, რომელიც ელვისებურად გაღვივდა და
რამდენიმე წუთში მთელ სახლს მოედო. დღემდე უჭირთ საუბარი იმ მაშველებს, რომლებიც ბოლო წუთამდე იმედს არ კარგავდნენ, იქნებ რომელიმე ცოცხალი ყოფილიყო...

6 თებერვალს მიაბარეს გარ
დაცვლილები მიწას, ტაძარში მთელი დღე ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. უმძიმესი სანახავი იყო ერთმანეთის გვერდით დასვენებული ოჯახის 5 წევრი. ერთად დაკრძალეს ფეხმძიმე დედა და მისი ოთხი პატარა. ამ საშინელი უბედურების შემყურე მამამ ტრაგედიის დღეს თურმე თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ სამართალდამცავებმა მისი შეჩერება შეძლეს. ის დღემდე შოკურ მდგომარეობაშია. გლოვაა იმ სკოლაშიც, სადაც გარდაცვლილი ძმები სწავლობდნენ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ამ დიდ ტრაგედიასთან ყველა უძლური აღმოჩნდა.

ტრაგედიამდე გორგოძეების მრავალშვილიანი ოჯახი ყოფილი სტამბის შენობაში ცხოვრობდა.­ მას შემდეგ, რაც ნარგიზის ძმა გა­რდაიცვალა (ქუჩაში გაყინული იპოვეს), ბებიის, ქეთევან გველესიანის თქმით, ბავშვებს იმ სახლში დარჩენის ეშინოდათ და მიტო­ვებულ ხის სახლში გადავიდნენ, სადაც ქეთევანი მაგული­ კბილაშვილთან ერთად ცხოვრობდა. მაგულის ვაჟის თქმით, როგ­ორც უკიდურესად გაჭირვებულ­ებს, სახელმწიფომ მათ სახლი აუშენა, თუმცა­ დედამ­ შვილის ოჯახში­ ცხოვრება არ ისურვა.
გორგოძეების ოჯახის სიდ­უ­ხ­ჭირეზე ტრაგედიამდე 2 თვით ადრე ტელეკომპანია "TV პირვ­ელმა" სიუჟეტი მოამზადა. 4 შვილის­ დედა აღწერდა, როგორ­ სიღატა­კეში უწევდათ ცხოვრება­ - ელექტროენერგია მეზობლ­ისგან ჰქონიათ შეყვანილი, რის გამოც სოციალური დახმარება­ შეუჩერეს და ერთადერთ იმედად უფასო სასადილო ჰქონდათ. ბავშვები ხშირად მშივრები იყვნენ.ბაღდათის მერიაში ამბობენ, რომ ოჯახს სამი თვით შეჩერ­ებული სოციალური დახმა­რება სახელმწიფომ დეკემბერში­ აუნაზღაურა, საცხოვრებელში ელექტროენერგიაც შეუყვანეს, წყალიც და გაზიც.

ბესო რობაქიძე, ზეგაანში­ მერიის­ წარმომადგენელი: - გორ­გ­ოძეები ბაღდათის სოფელ ზეგაანიდან იყვნენ. ვანოც ჩვენი სოფლის მცხოვ­რები იყო და მისი ბავშვებიც ჩვენთან დაიბადნენ... ვანოსა და ნარგიზს შვილები­ რომ წამოეზარდათ,­ ბაღდათში გადავიდნენ, რადგან სოფელში არც ბაღია და არც სკოლა. 2012 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტმა მათ საცხოვრებელი ფართობი ყოფილი­ სტამბის შენობაში გამოუყო, ოჯახი სოციალური დახმარებითაც სარგებლობდა.

- ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ყოფილი სტამბის შენობას არც ფანჯარა აქვს და არც კარი. ასეთი საცხოვრებელი მისცა სახელმწიფომ?
- არ ვიცი, ტელევიზიით რა აჩვენეს, მაგრამ ბაღდათის გამ­გეობამ მათ მეტალოპლასტმასის­ კარ-ფანჯარა ჩაუსვა. თვეში 1.300 ლარამდე დახმარებასაც იღებდნენ. რაც შეეხება დახმარების შეწყვეტას, 4 წელიწადში ერთხელ ასეთ ოჯახებს თავიდან ამოწმებენ, ამიტომაც შეუჩერდათ თანხა დროებით, რომელიც სამი თვის შემდგომ სრულად აუნაზღაურეს. მანამდე ბავშვები პენსიას იღებდნენ, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარებაც გავუწიეთ, სარგებლობდნენ უფასო სასადილოთიც.

- ამბობენ, ნარგიზის ძმა ქუჩაში გაიყინაო, ამაზე რას იტყვით?
- ნასვამს ჩასძინებია ქუჩაში და დაიღუპა. მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ აგრესიული არ იყო, პირიქით, მაღაზიებს ეხმარებოდა და ხან პროდუქტებს აძლევდნენ, ხან გასამრჯელოს.
რაც შეეხება ტრაგედიის ადგ­ილს, ის სახლი დიდი ხნის მიტ­ო­ვებული იყო, არც კარი ჰქონდა და არც ფანჯარა, ამიტომაც მოედო სწრაფად ცეცხლი, 15 წუთში დაიფერფლა...

მედიაში გავრცელებული ინფ­ო­რმაციის შემდეგ­ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა­ ბრიფინგი გამართა და განაცხადა:
გორგოძეების ოჯახს ყოველთვიურად 1.330 ლარი ერიცხებოდა, მათ შორის, საარსებო­ შემწეობა - 680 ლარი. გარდა­ ამისა, ორ წევრს მინიჭებული ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატ­ული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და თითოეული 140 ლარს იღებდა. ოჯახის ერთ წევრს, პენსიონერს, სახელმწიფოსგან 220 ლარი ერიცხებოდა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამით კი გორგოძეები ყოველთვიურად დამატებით 150 ლარს იღებდნენ.

გარდაცვლილი ოთხი ბავშვიდან ორი, გენადი და ტარიელი, ბაღდათის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ერთი გოგონა მშობლებს ბაღში დაჰყავდათ, მეოთხე კი, პატარა, შინ ჰყავდათ.

შორენა დვალიშვილი, ტარიელ გორგოძის დამრიგებელი: - ძმებს ინტელექტუალური ჩამორჩენა ჰქონდათ და ამიტომ სპეციალური პროგრამით სწავლ­ობდნენ. ტარიელი თბილი, მოსიყვარულე ბავშვი იყო, მასწავლებლის ყველა მითითებას ასრულებდა. ძალიან აქტიურობდა გაკვეთილებზე. სკოლაში ბუფეტი გვაქვს.

ბიჭებს ხანდახან ფული არ ჰქონდათ, მაშინ ბავშვები­ საჭმელს უნაწილებდნენ ან უყიდიდნენ, ან მებუფეტე ნისიად მისცემდა და მერე დედა მოიტანდა ფულს. იმ დილითაც ბებიამ 2 ლარი დაუტოვა ტარიელს და უთხრა, ორი ლობიანი იყიდე და ერთი გენადის მიეციო. ოჯახს ჩერნოვეცკის ფონდმა საჩუქრები მიუტანა - ტარიელმა ფანქრები, სახატავი რვეულები და წიგნები მოიტანა სკოლაში, ძალიან გახარებული იყო.
ბავშვები დედას ან მამას დაჰყავდა სკოლაში, ზოგჯერ ბებიას.
"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს დაღუპულთა ახლობლებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები