"საბედნიეროდ, კორონავირუსი ნაკლებად "ერჩის" ბავშვებს" - როგორ ებრძვიან კორონავირუსს ლუგარის ლაბორატორიაში?
"საბედნიეროდ, კორონავირუსი ნაკლებად "ერჩის" ბავშვებს" - როგორ ებრძვიან კორონავირუსს ლუგარის ლაბორატორიაში?
"ჩვენ ახლა მსოფლიოში ზოონოზის მესამე დიდი და ყველაზე მასშტაბური აფეთქების მომსწრე ვართ"

ჩინე­თში აღმოჩენილი კორონავირუსი "სასიკვდილო ვირუსად" მას შემდეგ შეაფასეს, რაც ის მსოფლიოში ელვის სისწრაფით გავრცელდა. მკვლევართა ცნობით, 31 დეკემბრის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევები არ შემცირებულა, თუმცა არსებობს საიმედო ინფორმაციაც - დაინფიცირებული ადამიანების დიდი ნაწილი გამოჯანმრთელდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ("რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი"), რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინ რუსული პროპაგანდა
ბიოლოგიური იარაღის წარმოების საფრთხედ წარმოაჩენდა, კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე შეიძლება.
ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვედ აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებს, რომლებიც ადამიანისა და ცხოველის საშიშ დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენას, ამოცნობასა და ეპიდემიებთან ბრძოლის ეფექტური გზების დასახვას ემსა­ხურება, ამასთან, ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა კავკასიისა და
ცენტრალური აზიის რეგიონში.

- კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე ლუგარის ლაბორატორიაშიც შეიძლება.

ამირან გამყრელიძე:
- დიახ, და ეს ნამდვილად არის იმედ­იანი განწყ­ობის საფუძველი, რადგან როცა დიაგნოზი ვიცით, ინფექციასთან ეფექტიანი­ ბრძოლაც შეგვიძლია. ლუგარის ლაბორატორიაში უამრავ ინფექციურ დაავადებას იკვლევენ, ის ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია, რადგან ისეთ ინფექციებს, ვირუსებსა­ და მიკრობებს იკვლევენ, რომლებიც კლინიკური ლაბორატორიებისთვის საინტერესო არ არის. იკვლევენ ე.წ. რესპირატორულ ვირუსებსაც, რომელთა ჯგუფშია კორონავირუსი, რომელიც ძირითადად ცხოველებსა და ფრინველებზე ვრცელდება. ის ადამიანებზე იშვიათად გადადის, მაგრამ თუ გადადის, გენოტიპს იცვლის, ანუ მუტაციის შედეგად საშიშ თვისებებს იძენს. ლაბორატორიაში 22 სხვადასხვა რესპირა­ტორული ვირუსის კვლევის საშუალება გვაქვს. მათ შორის არის გრიპის სხვადასხვა­ ტიპი, ფრინველისა და ღორის ვირუსი, ხუთი სახის კორონავირუსი.

როცა ეს ახალი ვირუსი გავრცელდა, ჩინელებმა მისი გენომის გაშიფვრა დაახლ­ოებით 10 დღეში შეძლეს, მათი კვლევის საფუძველზე კი მსოფლიოს რამდენიმე ცნობილმა ლაბორატორიამ მოლეკულურ-ბიოლოგიური ტესტების შექმნა დაიწყო. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, გერმანიის რამდენიმე ცნობილ, მათ შორის, ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტი­ტუტთან, ასევე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. იანვრის შუა რიცხვებიდან დავიწყეთ ჩინეთში გაჩენილი ვირუსის­ ამ სახეობაზე მუშაობა, ბუნდესვ­ერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტიდან ჩამოვიდა დამატებითი რეაგენტები, ანუ ამ ქვეტიპის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ლაბორატორიული დიაგნოზის საბოლოო ვარიანტისთვის გვჭირდებოდა. მივიღეთ ევროპის რეფერალურ ლაბორატორიებში გაგზავნილი პირველი ორი სინჯის პასუხი და ისინი ლუგარის ლაბორატორიაში გამოკვლეულს დაემთხვა...


- ერთ-ერთი ვერსიით, ქალაქ უხანში 2018 წლის იანვარში გაიხსნა ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ბიოუსაფრთხოების უმაღლეს, მე-4 დონეზე შეუძლია და, შესაძლოა, ეს ვირუსი­ სწორედ იმ ლაბორატორიიდან "გაიპარა"...
- ასეთი "ყვითელი ვერსიები" ახლავს­ ყველა ახალ ინფექციას. ასე იყო 1983 წელს შიდსის ვირუსის აღმოჩენისას, თითქოს ის რომელიღაც ლაბორატორიიდან "გაიპარა". ასეთივე ამბები მახსოვს ქათმის ვირუსთან დაკავშირებითაც... ჩინეთი ძალიან ძლიერი ქვეყანაა და ასეთი რამ გამორიცხულია.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომ კორონავირუსი არის ზოონოზი, რომელიც ცხოველიდან და ფრინველიდან ადამიანზე ვრცელდება. ჩვენ ახლა მსოფლიოში ზოონოზის მესამე დიდი აფეთქების მომსწრე ვართ. პირველი იყო 2003 წელს. ის ასევე ჩინეთიდან, ჰონკონგის პროვინციიდან დაიწყო და SARS-ი ერქვა. ადამიანზე კატებიდან და ღამურებიდან გავრცელდა და "საუკუნის ეპიდემიაც" კი უწოდეს. მეორე 2012 წელს შუა აღმოსავლეთში, არაბეთის ნახევარკუნძულზე დაიწყო და შინაური აქლემებიდან ადამიანზე გავრცელდა. მესამე ახლა მიმდინარეობს და მისი გავრცელების მასშტაბი უფრო ფართოა - დღე-ღამეში თითქმის 4 000-მდე შემთხვევა აღინიშნება.

- ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის კვლევებზე ქართველი სპეციალისტები უცხოელებთან ერთად მუშაობენ?
- არა, ქართველების ჯგუფი დამოუკიდებლად მუშაობს. ე.წ. რესპირატორული­ ინფექციების ლაბორატორიაში, რომელიც გრიპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აკრედიტებული, ძალიან ძლიერი კადრები გვყავს, ისევე, როგორც ე.წ. მოლეკულურ კვლევებზე.

- ელით, რომ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა უცხო ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში დახმარება ლუგარის ლაბორატორიას სთხოვონ?
- ამ ვირუსზე ჯერჯერობით არა, მაგრამ სხვა ვირუსებზე ხშირად მოგვმართავენ. თუ ამ ახალ ვირუსზეც ვინმე მოგვმართავს, უკვე გვაქვს საკმარისი რაოდენობის რეაგენტები და უარს არ ვეტყვით.

- ვირუსის გავრცელების მასშტაბითა და შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ზოონოზის რომელი აფეთქება უფრო სახიფათოა?
- მესამე, რადგან სტატისტიკის მიხედვით, წინა ორს გადააჭარბა. SARS-ის დროს სულ 8 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, მაგრამ სიკვდილიანობა მაღალი - 9% იყო; მეორე, შუა აღმოსავლეთის სინდრომი 2500 ადამიანს შეეყარა, მაგრამ სიკვდილიანობა მაშინაც ძალიან მაღალი - 35% იყო.

ახლა ინფიცირებული იმაზე მეტია, ვიდრე ლაბორატორიულად არის დადასტურებული, მაგრამ სიკვდილიანობა დაბალია - 1,5%-დან 2%-მდე. ცხოველებში გავრცელებული კორონავირუსი ბევრნაირია, ადამიანებში კი დაახლოებით შვიდამდე სუბტიპია გავრცელებული და სანამ ის ეპიდემიის სახეს მიიღებდა, ჩვენ ლუგარის ლაბორატორიაში ხუთი ტიპის კორონავირუსს სხვადასხვა სახის გრიპსა და ვირუსებთან ერთად ვიკვლევდით.

ასევე სიცრუეა, თითქოს არსებობს ორი სახის - მძიმე და შედარებით მსუბუქი კორონავირუსი. მხოლოდ ერთი ქვეტიპია, რომელიც შემთხვევათა 16-20%-ში მძიმედ მიმდინარეობს და, ძირითადად, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ვრცელდება. კვლევების თანახმად, მათ 80%-ს გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების დაავადებები, სიმსივნე, დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რომლებიც ყველა ვირუსის დროს მწვავდება.

საბედნიეროდ, კორონავირუსი ნაკლებად "ერჩის" ბავშვებს.­ ფაქტობრივად, ერთეული შემთხვევებია.

- ამერიკელი მეცნიერების აზრით, იმ ბავშვებს, ვინც წითელა-წითურას ვაქცინით არის აცრილი, ეს ვირუსი არ ემართებათ.
- ჯერჯერობით ეს დამტკიცებული არ არის, თუმცა უსაფუძვლო მოსაზრებაც­ არ გახლავთ, რადგან ახლანდელი ბავშვების უმეტესობა ამ ვაქცინით აცრილია და, შესაძლოა, ამიტომაც აქვთ დამცველობითი უნარი.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა