დაკარგული ეპოქა - ფილმი, რომელიც საკუთარ დრამებზე მოგვითხრობს
დაკარგული ეპოქა - ფილმი, რომელიც საკუთარ დრამებზე მოგვითხრობს
ქართული ფილმი "ღორი" ერთი თვის წინ სწორედ ასეთი უცნაური სახელით გამოვიდა კინოეკრანებზე. ახალი ფილმები, როგორც წესი, ქართულ კინოეკრანებზე კინოფესტივალების შემოვლის შემდეგ გამოდის, მაგრამ ამჯერად პირიქით მოხდა - ფილმის რეჟისორმა გიგა ლიკლიკაძემ გადაწყვიტა, რომ ფილმი პირველად იმ ქვეყანას ენახა, რომლისთვისაც გადაიღო. "ღორი" ეძღვნება იმ დრამებს, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა და გადის, რის გამოც მრავალი სიყალბე გაჩნდა, სიყალბე, საიდანაც აუცილებლად უნდა გახვიდე, თუმცა საკითხავია, რა გზას აირჩევ.
ფილმის მთავარ გმირს, 20 წლის
მარნეულელ ბაზიერს, მალხაზ ხუციშვილს რეჟისორი დედაქალაქის ტრანსპორტში შეხვდა. მართალია, ფილმის გმირები ბოლომდე სწორ გზას ვერ ირჩევენ, სამაგიეროდ, იმ ჭაობიდან ამოსვლას ცდილობენ, რომელიც ყველა ჩვენგანის ჩათრევას ლამობს.

- გადაღებისთვის გმირს ყველგან ვეძებდი და აი, ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აღმოვაჩინე ბიჭი, რომელიც თვალებით ლაპარაკობდა. ფილმშიც
სწორედ ასეთი მჭირდებოდა - თვალებით მოლაპარაკე ბიჭი, რომელიც ცხოვრების სიყალბეს იმდენად განიცდის, რომ მასზე ვერც ლაპარაკობს, ემოციებს თვალებით გამოხატავს. მართალია, მალხაზი რეალობაში მოუსვენარი მოსაუბრეა, მაგრამ გადაღებისას ეს ენერგია სწორედ თვალებში მოაქცია.
მეორე გმირიც, ნიკა გოზალოვი, ახალციხეში ვიპოვე. მხოლოდ თემო გოგინავაა პროფესიონალი მსახიობი. ამ სამმა მართლაც დრამატულად ასახა ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ფილმი არის ჩვენზე, ჩვენ ხომ იმ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ბევრია იმედგაცრუება, სტრესი, სიყალბე და აგრესია. მთავარი გმირი ამ გარემოს ისე ერთბაშად "აღმოაჩენს," თითქოს ეძინა და უცებ გამოფხიზლდა - ბიჭი შემთხვევით ხვდება უცნობ სოფელში, სადაც იქაურ ახალგაზრდებს გაიცნობს, რომლებიც ბიჭის გატაცების სცენარს შეიმუშავებენ. არადა, მანამდე ჩვეულებრივი, რეალიზაციადაკარგული ახალგაზრდები იყვნენ.

- ისეთები, როგორიც, სამწუხაროდ, მრავლად არიან ჩვენს სოფლებში...
- "გამტაცებლები" ბიჭის მშობლებს ჯერ გამოსასყიდს სთხოვენ, მერე კი ღორს, თუმცა მშობლები ვერც ერთს ვერ იხდიან. აი, ეს არის ფილმის სიუჟეტი, რის გამოც ფილმის გმირების ცხოვრება იმსხვრევა.

- ამ სიუჟეტში არაერთს შეუძლია ამოიკითხოს ნაცნობი ისტორიები. ამიტომაც არ მიკვირს ამ ფილმზე გაჩაღებული დისკუსიები....
- ფილმი გერმანულ "კოტბუსის" ფესტივალზე აჩვენეს და იქაც მძაფრი პოლემიკის საგნად იქცა. თუ ამ ფილმმა ჩვენი საზოგადოების სულიერი ძაფები შეარხია, ბედნიერი ვიქნები.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა