"უდაოდ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა" - როგორ შეაფასა ელისო ვირსალაძემ ხატია ბუნიათიშვილი
"უდაოდ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა" - როგორ შეაფასა ელისო ვირსალაძემ ხატია ბუნიათიშვილი
Youtubeარხზე გადაცემაში ЕщёнеПознер ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა მას კონკრეტული პიანისტების სახელი და გვარები დაუსახელა და მათი შეფასება სთხოვა.
მათ შორის იყო ხატია ბუნიათიშვილიც, რომელიც ვირსალაძემ გააკრიტიკა. "საშინელება… თქვენ პოპულარობის მიხედვით არჩევთ, ხომ… უდაოდ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა. მაქვს შეგრძნება, რომ განათლება აკლია. თუმცა დღევადელ დღეს ეს არ მაკვირვებს, რადგან ასე ბევრი უკრავს - ტექსტისადმი ფუქსავატი დამოკიდებულებით. მე ამას დაუშვებლად მივიჩნევ. ეს ადამიანები,
რომლებიც ასე კარგად გრძნობენ დღესდღეობით თავს, თუ დაწერდნენ, რომ ეს კლასიკური მუსიკა კი არ არის, არამედ არის ინტერპრეტაცია, ანუ გასართობი მუსიკა კლასიკური მუსიკის მიხედვით, კიდევ ნორმალური იქნებოდა.

ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება მიუღებლად მიმაჩნია.
ეს ცუდია დამწყები პიანისტებისთვის, რომლებიც ამას უყურებენ და ჰგონიათ, რომ ასეა საჭირო“, -
განაცხადა ელისო ვირსალაძემ. წყარო

ვირსალაძეს
15 თებერვალი 2020 16:52
ყველაფერში საშინელებაა ქალბატონო ელისო ძალიან სწორად შენიშნეთ, გაგახაროთ ღმერთმა.
ani
15 თებერვალი 2020 08:28
აბსოლუტურად ვეტანხმები იმ კომენტრებს რომლებშიც სრული სიმარტლიტ არის აღწერილი ტუ როგორია ხატიას სჰემოკმედება-ის არის გენიალური შოუვომენი, ელისო არის უნიჭიერესი, განატლებული კლასიკური მუსიკის უდავო შემსრულებელი! ეხლა მოდიტ ვიდავოტ ამაზე?? :-) ჰაჰაჰა
გემოვნებაზე არ დაობენ, მოგწონტ ან ერტი ან მეორე?კი ბატონო ალხანას ჩალხანა არ გამოელევაოოოო:-)
მე პირადად ელისოს ვანიჭებ უპირატესობას!!!!
nana
14 თებერვალი 2020 13:48
ელისო ვირსალაძე ყოველთვის მომწონდა თავისი გარეგნობითაც, არაფერს ვამბობ მასზე როგორც მუსიკოსზე, ყველამ კარგად იცის მისი ფასი, მაგრამ მისთვის ყოველთვის მთავარი სულიერებაა, განსხვავებით ხატიასგან

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები