"უდაოდ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა" - როგორ შეაფასა ელისო ვირსალაძემ ხატია ბუნიათიშვილი - კვირის პალიტრა

"უდაოდ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა" - როგორ შეაფასა ელისო ვირსალაძემ ხატია ბუნიათიშვილი

Youtubeარხზე გადაცემაში ЕщёнеПознер ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა მას კონკრეტული პიანისტების სახელი და გვარები დაუსახელა და მათი შეფასება სთხოვა.

მათ შორის იყო ხატია ბუნიათიშვილიც, რომელიც ვირსალაძემ გააკრიტიკა. "საშინელება… თქვენ პოპულარობის მიხედვით არჩევთ, ხომ… უდაოდ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა. მაქვს შეგრძნება, რომ განათლება აკლია. თუმცა დღევადელ დღეს ეს არ მაკვირვებს, რადგან ასე ბევრი უკრავს - ტექსტისადმი ფუქსავატი დამოკიდებულებით. მე ამას დაუშვებლად მივიჩნევ. ეს ადამიანები, რომლებიც ასე კარგად გრძნობენ დღესდღეობით თავს, თუ დაწერდნენ, რომ ეს კლასიკური მუსიკა კი არ არის, არამედ არის ინტერპრეტაცია, ანუ გასართობი მუსიკა კლასიკური მუსიკის მიხედვით, კიდევ ნორმალური იქნებოდა.

ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება მიუღებლად მიმაჩნია.

ეს ცუდია დამწყები პიანისტებისთვის, რომლებიც ამას უყურებენ და ჰგონიათ, რომ ასეა საჭირო“, - განაცხადა ელისო ვირსალაძემ. წყარო