გემოვნებიანი მკითხველის გაზეთს ლიდერის ტიტულს მისივე მკითხველი ანიჭებს - კვირის პალიტრა

გემოვნებიანი მკითხველის გაზეთს ლიდერის ტიტულს მისივე მკითხველი ანიჭებს

დეკემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ქართული ბრენდების რიგით მერვე დაჯილდოების ცერემონიალზე სამ ათეულზე მეტ წარმატებულ კომპანიასა და ორგანიზაციას ერგო ჯილდო.

"ქართული ბრენდის დღის" დამფუძნებლისა და ორგანიზატორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალზე "კვირის პალიტრა" კვლავაც ლიდერად დასახელდა. გაზეთი უკვე წლებია ინარჩუნებს ამ პოზიციას, რასაც "პროფილის" დამფუძნებლები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ(!). მათი განმარტებით, გემოვნებიანი მკითხველის გაზეთს ლიდერის ტიტულს მისივე მკითხველი ანიჭებს.

ნომინაციები: "ლიდერი", "რეპუტაცია" და "ნდობა", "წარმატებული ახალი ბრენდი", "წარმატებული ტელეპროექტი", "ბრენდ-პერსონა" განაწილდა ქართულ ბაზარზე უკვე ცნობილ კომპანიებზე. დაჯილდოებულთა შორის რამდენიმე კომპანია პირველად მოხვდა.

სააგენტო "პროფილის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა მარღია: - პროექტის მიზანია, ქართული ბრენდების პოპულარიზაცია, მათი წარმოჩენა განვითარების ყველა ეტაპზე. მიგვაჩნია, რომ პროექტი ხელს უწყობს კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთივის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას.

ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური კონკურსი მრავალ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამან გვიბიძგა, რომ საქართველოშიც დაგვემკვიდრებინა ბრენდების დაჯილდოება. ვფიქრობთ, 2003 წელს დაწყებული ტრადიცია საინტერესოდ განვითარდა.  მოგეხსენებათ, მაშინ ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო. ამიტომაც პირველად სალონური ტიპის ღონისძიება გაიმართა და მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ.

პროექტი "ქართული ბრენდის დღე" ბიზნესის განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა და სულ უფრო მასშტაბური ხდებოდა.  ის თვითონ გახდა ბრენდი და მართლაც ეროვნულ დღესასწაულად იქცა.

მანანა გეგიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" გენერალური დირექტორი: - "ქართული ბრენდის დღე" პრესტიჟული კონკურსია. ამის დასტურია მედიის უპრეცედენტო მხარდაჭერა, მონაწილე კომპანიების ინტერესი და სწრაფვა გამარჯვებისაკენ. წელს ნომინაციაში "წარმატებული ახალი ბრენდი" ათი გამარჯვებულია, რაც ქვეყანაში ხელსაყრელი ბიზნესგარემოს მაუწყებელია.

KvirisPalitra.Geელგუჯა მარღია: - "პალიტრის" საგამომცემლო სახლმა ორ ნომინაციაში მიიღო ჯილდო.

გაზეთი "კვირის პალიტრა" უკვე მეშვიდე წელია "პროფილის" მიერ გამართულ დაჯილდოების ცემრემონიალზე უცვლელად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, ჯილდო აიღო ასევე ნომინაციაში "წარმატებული პროექტი" ინოვაციური პროექტისთვის "წიგნები პრესასთან ერთად".

ამ პროექტმა მართლაც წიგნთან დააბრუნა მკითხველი. ამ მედიასახლის წარმატება გასაკვირი სრულიადაც არ არის. ვინც "კვირის პალიტრის" ისტორია იცის, კარგად ახსოვს, რომ ყველაფერი ერთი პატარა დაიჯესტიდან დაიწყო და 15 წლის განმავლობაში უზარმაზარ ჰოლდინგად იქცა. ამის მერე აღარ უნდა გიკვირდეს, როგორ ინარჩუნებს "პალიტრა" ლიდერობას.

- რომელი კვლევების საფუძველზე ყალიბდება რეიტინგები?

- მთელი წლის განმავლობაში ეწყობა გამოკითხვები როგორც უშუალოდ, ასევე ონლაინ-რეჟიმში, შემდეგ კი შეჯამებული შედეგების მიხედვით გამოვავლენთ გამარჯვებულებს.

-  როგორ ფიქრობთ, "პროფილის" მიზანმა გაამართლა?

- პროექტი წარმატებულია, თუმცა, მუდმივად ვცდილობთ მის განვითარებას და იმას, რომ უფრო მასშტაბური გახდეს.