"უცხოელი მეგობრები, კოლეგები უმზადებენ სიურპრიზებს, ფიქრობენ, როგორ გაახარონ და მის სამშობლოში როგორ მოექცნენ…" - კვირის პალიტრა

"უცხოელი მეგობრები, კოლეგები უმზადებენ სიურპრიზებს, ფიქრობენ, როგორ გაახარონ და მის სამშობლოში როგორ მოექცნენ…"

მსოფლიოში ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს 65 წელი შეუსრულდა. ამ თარიღს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პროდიუსერი და სცენარისტი თეონა ჯორბენაძე და წერს:

"უკიდურესად სამარცხვინოა, რომ უცხოელი მეგობრები და კოლეგები უმზადებენ მას სიურპრიზებს და ფიქრობენ, როგორ გაახარონ და მის სამშობლოში ამ დროს როგორ მოექცნენ…"

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძეს მიღებული აქვს 137 საერთაშორისო და სხვა მნიშვნელოვანი პრემია. არის საქართველოს სახალხო არტისტი, გერმანიის ‘კამერზინგერი ‘, საბერძნეთის საოპერო თეატრების საპატიო წევრი. სახელმწიფო პრემიების: შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, ზაქარია ფალიაშვილის, იაკობ გოგებაშვილის ლაურეატი. არის საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოების: ღირსების ორდენის ორგზის და ბრწყინვალების ორდენის კავალერი.

თბილისის კონსერვატორიის საპატიო პროფესორი, მღერის მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში, ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს მსოფლიოს უდიდეს საოპერო მომღერლებთან და დირიჟორებთან.

მომღერალი, რომელიც შესულია თანამედროვე საოპერო ხელოვნების ყველა ენციკლოპედიურ გამოცემაში, ადამიანის უპირველეს მოვალეობად ქველმოქმედებას მიიჩნევს. 2004 წელს პაატა ბურჭულაძის ინიციატივით საქართველოში დაარსდა უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი "იავნანა".

2008 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ პაატა ბურჭულაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

2010 წელს საქართველოს კულტურის ფონდის მიერ, კულტურასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისა და ქველმოქმედებისათვის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.

2010 წელს ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისა და ქველმოქმედებისათვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

2011 წელს იტალიის პრეზიდენტის სახელით, გადაეცა იტალიის სახელწიფოს უმაღლესი ჯილდო კომენდატორის წოდების მინიჭებით.

2012 წელს საქართველოს მწერალთა კავშირმა ქართული კულტურასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის ""სიკეთის რაინდის "" წოდება მიანიჭა.

2014 წელს გადაეცა ავსტრიის სახელმწიფო ჯილდო - `პირველი ხარისხის საპატიო ჯვარი მეცნიერებასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის`.

2014 წელს ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის "EMAAშ" - გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილებით, პაატა ბურჭულაძეს " EMAAშ" აკადემიკოსის წოდება მიენიჭა.

2015 წელს მიენიჭა საქართველოს მეციერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ ფონდ "იავნანას წინააღმდეგ საქმე  2017 წელს აღძრა. საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლოა მითვისება-გაფლანგვის ფაქტს.

წყარო