თბილისის მეტროში მოძრაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზი ამ დროისთვის მგზავრებს ვერ ემსახურება - კვირის პალიტრა

თბილისის მეტროში მოძრაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზი ამ დროისთვის მგზავრებს ვერ ემსახურება

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროსადგურ "წერეთელზე" ძველ საკაბელო მეურნეობაში ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც ადგილზე ჯგუფის გასვლა გახდა საჭირო.

მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მთლიან ხაზზე მოიხსნა ძაბვა და შესაბამისად, საბურთალოს ხაზი ამ დროისთვის მგზავრებს ვერ ემსახურება.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა საბურთალოს ხაზზე.

"ინტერპრესნიუსი"