მკითხველის მაჯისცემა - კვირის პალიტრა

მკითხველის მაჯისცემა

ყოველი განვლილი წელი თითქოს ერთმანეთს ჰგავს და თან არც ჰგავს... ყოველი ახალი წელი კი მაინც ახლის მოლოდინით, იმედით, რწმენითაა სავსე, თუმცა წლის ბოლოს გასული წლის შეფასებისას შეუძლებელია არ გაიფიქროთ, რა მძიმე და დატვირთული წელიწადი იყოო...

ეს ჩვენი რეალობაა. ამ რეალობას ყოველთვის ეხმიანებოდა თქვენი გაზეთი და  რეიტინგიც ცდილობდა შეძლებისდაგვარად არ ჩამორჩენოდა მოვლენებს - მძიმესა და სასიამოვნოს, საშუალებას გაძლევდათ აზრი გამოგეთქვათ ყველაზე აქტუალურ თემებზე, ფაქტებზე, მოვლენებზე...

ტრადიციაა წლის ბოლოს წლის ადამიანის დასახელება და კიდევ ერთი სასიამოვნო ტრადიცია ის არის, რომ ყოველწლიურად წლის ადამიანად "კვირის პალიტრის" მკითხველი ჩვენს პატრიარქს - უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ასახელებს. გასული, 2010 წელიც ასე დავიწყეთ.

KvirisPalitra.Geჩვენი მკითხველები ყველაზე მეტად საქართველოს საპატრიარქოს, დამოუკიდებელ მედიას და საპატრულო პოლიციას ენდობიან.

უფლება რომ ჰქონდეთ, ღირსების ორდენს პაატა ბურჭულაძეს, ბიძინა ივანიშვილსა და ჭაბუა ამირეჯიბს მიაკუთვნებდნენ.

მხატვრული ფილმის გადაღებას კი ყველაზე მეტად თამარ მეფის, ილია ჭავჭავაძისა და შოთა რუსთაველის შესახებ ისურვებდნენ.

რესპონდენტთა უმრავლესობა ყველაზე მეტად რონალდ რეიგანის მსგავს პრეზიდენტს ისურვებდა. მათთვის ასევე სასურველია ქვეყნის სათავეში ზვიად გამსახურდიასა და ბარაქ ობამას მსგავსი ლიდერები. მათი აზრით, დღევანდელ ხელისუფლებას ყველაზე მეტად განსაზღვრება "ავტორიტარული" შეეფერება, "უპასუხისმგებლო" და "უსამართლო" ის შეფასებებია, რომლებიც ასევე შეესაბამება ჩვენს ხელისუფლებას.

ხუთბალიან სკალაზე საქართველოს ხელისუფლებას რესპონდენტთა მხოლოდ 5.7% აფასებს უმაღლესი - 5 ქულით, უმრავლესობა - 40.4% კი სამ ქულას ანიჭებს.

მკითხველს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველაზე დიდ წარმატებას ენერგეტიკის სფეროში, შემდეგ წესრიგის დაცვისა და დანაშაულთან ბრძოლაში და ტურიზმის განვითარებაში მიაღწია; შესაბამისად, ყველაზე დადებითად შემდეგი სამინისტროების მუშაობა შეფასდა: 1. ენერგეტიკის; 2. შსს-ს, 3. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის (გასული წლის თებერვალი). მათი აზრით, საქართველოში მძიმე დანაშაულთა რიცხვმა იკლო.

მკითხველების აზრით, თავიანთ უწყებას ყველაზე პროფესიონალურად უძღვებიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გიგი უგულავა.

დღეს საქართველოში მაღალ თანამდებობაზე პიროვნება პირველ რიგში პრეზიდენტის ერთგულების, პოლიტიკური ორიენტაციისა და დასავლური განათლების მიხედვით ინიშნება, ყველაზე ნაკლებად  გამოცდილებასა და პატიოსნებას ექცევა ყურადღება; ხელისუფლების საკადრო პოლიტიკას რესპონდენტთა მხოლოდ 8.5% აფასებს დადებითად, უარყოფითად - მკითხველთა 51.9%.

KvirisPalitra.Geსაქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანები არიან:

1. მიხეილ სააკაშვილი; 2. ვანო მერაბიშვილი; 3. გიგი უგულავა; 4. ზურაბ ადეიშვილი; 5. გიგა ბოკერია.

ყველაზე ძალაუფლებისმოყვარე პოლიტიკოსები:

1. მიხეილ სააკაშვილი; 2. ნინო ბურჯანაძე; 3. ზურაბ ნოღაიდელი.

KvirisPalitra.Geპრეზიდენტის ფავორიტი მინისტრი ვანო მერაბიშვილია; მკითხველთა უმრავლესობის აზრით, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებებზე ყველაზე მეტად გავლენას ვანო მერაბიშვილი ახდენს.

"ვარდების რევოლუციის" მეშვიდე წლისთავზე ხელისუფლების მუშაობას მკითხველთა 44% მეტ-ნაკლებად წარმატებულად აფასებს.

KvirisPalitra.Geყველაზე ინტელექტუალური მინისტრი გრიგოლ ვაშაძეა, ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი -  მიხეილ სააკაშვილი.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ყველაზე გავლენიანი ლიდერი ირაკლი ალასანიაა.

ყველაზე ემოციური პოლიტიკოსები: მიხეილ სააკაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე.

KvirisPalitra.Geგაწონასწორებულები: ირაკლი ალასანია, გიორგი თარგამაძე, გუბაზ სანიკიძე.

თავმდაბალნი: ირაკლი ალასანია, გუბაზ სანიკიძე, გიორგი თარგამაძე.

გასული წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც უმრავლესობამ -  45.3%-მა შეაფასა როგორც მეტ-ნაკლებად ობიექტური. არჩევნებში გამარჯვების გარანტია, მათი აზრით, ფინანსები, პოლიტიკური გუნდი და ეფექტური წინასაარჩევნო დაპირებებია.

რესპონდენტთა აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა იზრუნოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე.

წახვიდოდით თუ არა საზღვარგარეთ სამუშაოდ დროებით ან სამუდამოდ? - ამ კითხვაზე  რესპონდენტთა 47.5%-ს უარყოფითი პასუხი აქვს!

სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში რუსული სპეცსამსახურების ხელს რესპონდენტთა 50.2% ხედავს.

ქართველ პოლიტიკოსთა მოსკოვში ვიზიტებს რესპონდენტთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს.

საქართველოს მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილ ლიდერებად მკითხველმა დაასახელა: ჰილარი კლინტონი, ილჰამ ალიევი, ანდერს ფოგ რასმუსენი.

KvirisPalitra.Geყველაზე გემოვნებიანი ქალი პოლიტიკოსები: ნინო ბურჯანაძე, რუსუდან კერვალიშვილი, სალომე ზურაბიშვილი. ნინო ბურჯანაძე გემოვნებიან ქართველ ქალთა სამეულშიც მოხვდა: მაკა ასათიანისა და ნანი ბრეგვაძის შემდეგ.

ქართულ მართლმსაჯულებას რესპონდენტთა მხოლოდ 8.5% ენდობა; 62.8% აცხადებს, რომ არ ენდობა.

მკითხველთა 67.2% მიიჩნევს, რომ საქართველომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა არ უნდა განაგრძოს.

KvirisPalitra.Ge"საქართველოში დემოკრატიის ხარისხი საშუალო დონეზეა", - აცხადებს რესპონდენტთა 42.6%; მკითხველთა 52.5%-ის აზრით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მდგომარეობა არ შეცვლილა; მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას რესპონდენტთა 42.7% დადებითად აფასებს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა კი რესპონდენტთა 59.5%-ს გაუმართლებლად მიაჩნია.

ჩვენი მკითხველებისთვის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, მათთვის ასევე ფასეულია ბედნიერი ოჯახური ცხოვრება და მატერიალური კეთილდღეობა.

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ვერსიებიდან მკითხველთა 70.7% მკვლელობას ემხრობა, 3.7% - თვითმკვლელობას, კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მკითხველთა 25.6%-ს გაუჭირდა.

ყველა დროის საყვარელი ქართველი მწერლები:

1. კონსტანტინე გამსახურდია; 2. ილია ჭავჭავაძე; 3. ნოდარ დუმბაძე; 4. ვაჟა-ფშაველა; 5. ჭაბუა ამირეჯიბი.

ყველაზე მეტად აინტერესებთ თემები - პოლიტიკის, რელიგიის, სპორტის შესახებ.

"კვირის პალიტრაში" კი მათთვის ყველაზე საყვარელი რუბრიკებია:

1. "კვირის თემა"; 2. "ვერსია"; 3. "რას გვეტყვი, მამაო"; 4. "თქვენთვის, ქალბატონებო"; 5. "რეიტინგი".

მკითხველებს ყველაზე მეტად ყოფილი ტელესახეები: ინგა გრიგოლია, გიორგი თარგამაძე და ნათია ლაზაშვილი მოენატრა. მკითხველთა უმრავლესობა უცხოური კომპანიების მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებს არ ენდობა.

საგაზეთო ინტერვიუების ყველაზე სასურველი რესპონდენტები: პოლიტოლოგები, ექსპერტები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები.

მკითხველების აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები არიან: პელე, მარადონა, ზიდანი; ქართველთა შორის კი პირველი სამეული ასეთია: ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი, დავით ყიფიანი.

რესპონდენტთა 50.2%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეეძლო.

ყველაზე პროფესიონალი ქართველი ჟურნალისტები არიან:

1. ნანა ლეჟავა; 2. დავით აქუბარდია; 3. დავით კიკალიშვილი.

KvirisPalitra.Geყველაზე სკანდალური ქართველი ჟურნალისტები არიან:

1. შალვა რამიშვილი; 2. ვახტანგ კომახიძე; 3. ნანა ლეჟავა.

მკითხველთა 63% ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაერია მოდელირებული "ქრონიკის" სიუჟეტის მომზადებაში.

ჩვენი მკითხველები ყველაზე მეტად "კავკასიის", "მაესტროსა" და "ერთსულოვნების" მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს ენდობიან.

მათი აზრით, ქართველი ქალბატონები მამაკაცებს პირველ რიგში ფინანსური მდგომარეობის, კარიერისა და გარეგნობის მიხედვით აფასებენ, მამაკაცები კი ქალებს - სილამაზის, ფინანსური მდგომარეობისა და პატიოსნების მიხედვით.

რაოდენ სამწუხაროდაც უნდა მოგეჩვენოთ, ჩვენი მკითხველების აზრით, მოზარდი თაობისთვის დღეს ყველაზე ღირებულია ფული, შემდეგ მოდის განათლება, გართობა. საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდა ქართველთა შორის მკითხველთა ყველაზე მეტ კეთილგანწყობას ელენე გედევანიშვილი, ზაზა ფაჩულია და კახა კალაძე იმსახურებენ.

ყველაზე ცნობილი ქართველები მსოფლიოში - მიხეილ სააკაშვილი, პაატა ბურჭულაძე, ედუარდ შევარდნაძე.

ქართველებს უცხოელების მოხიბვლა ყველაზე მეტად სტუმართმოყვარეობით, ეროვნული ცეკვითა და ბუნებით შეგვიძლია.

KvirisPalitra.Geსკანდალური ქალები: 1. შორენა ბეგაშვილი; 2. ლალი მოროშკინა; 3. ინგა გრიგოლია.

საყვარელი ქართული მულტფილმები: "ჩხიკვთა ქორწილი", "წუნა და წრუწუნა",  "კომბლე".

ქართული ხალხური ზღაპრების საყვარელი გმირები - კომბლე, ნაცარქექია, წიქარა.

საყვარელი ქართული კინოკომედია - "შერეკილები", "უდიპლომო სასიძო", "ღვინის ქურდები".

KvirisPalitra.Geსაუკეთესო ვარსკვლავური წყვილები:

1. ანუკა არეშიძე და კახა კალაძე; 2. სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი; 3. სანდრა რულოვსი და მიხეილ სააკაშვილი.

ქართველი საზოგადოების ყველაზე ღირსეული წევრები ინტელიგენცია, მედია და მსხვილი ბიზნესმენები არიან.

ტრადიციას არც წელს დავარღვევთ, "კვირის პალიტრა" წლის ბოლოს კვლავ ასახელებს "წლის ადამიანს".