თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა - კვირის პალიტრა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ.

ცნობისთვის, მეტროსადგურ "წერეთელზე" ძველ საკაბელო მეურნეობაში ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც ადგილზე ჯგუფის გასვლა გახდა საჭირო. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მთლიან ხაზზე მოიხსნა ძაბვა და შესაბამისად, საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით არ ემსახურებოდა.

"ინტერპრესნიუსი"