სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად? - კვირის პალიტრა

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად?

2020 წლის პირველ მარტს გერმანიაში ძალაში შევა სპეციალისტთა იმიგრაციის შესახებ კანონი, რომლის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

მთავარი ამ სიახლეში ის არის, რომ ცვლილება საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ.

როგორც AMBEBI.GE-ს გერმანიის საელჩოში განუცხადეს, სპეციალისტთა იმიგრაციის შესახებ კანონის მიღების ინიციატივა, გერმანიის ფედერალურ მთავრობას ეკუთვნის.

გერმანიის საელჩოს განცხადებით, სამუშაო ვიზის მიღების წინაპირობა გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის აღიარებაა. რაც როგორც წესი, ორწლიან პროფესიულ განათლებას ან უმაღლეს განათლებას ითვალისწინებს.

"აკადემიური კვალიფიკაციის (უმაღლესი განათლების) აღიარებას ხდება გერმანიის კულტურის სამინისტროთა კონფერენციის მიერ. ყველას აქვს შესაძლებლობა anabin-ის მონაცემთა ბაზაში გადაამოწმოს, აღიარებულია თუ არა მისი უნივერსიტეტის დიპლომი გერმანიაში. თუ ამ მონაცემთა ბაზაში თქვენი სპეციალობა არ არის მოცემული, მაშინ საკვალიფიკაციო საბუთები აღიარებისთვის ეგზავნება კულტურის სამინისტროთა კონფერენციას. იხილეთ სრულად