ცოტნე გამსახურდიას მეუღლე პალატაში მყოფი გამსახურდიას ფოტოს გავრცელებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიმართავს
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე პალატაში მყოფი გამსახურდიას ფოტოს გავრცელებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიმართავს
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური და მისი უფლებადამცველი ჯაბა კვარაცხელია, საავადმყოფოს პალატაში მყოფი გამსახურდიას ფოტოს გავრცელებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიმართავენ.

"აღშფოთებული ვართ ჰოსპიტლის პალატაში ცოტნე გამსახურდიას ფოტოს არამართლზომიერი დანიშნულებით გადაღებისა და საჯაროდ, უპასუხისმგებლო გავრცელების გამო.

მოგმართავთ თხოვნით: ნუ წაახალისებთ ადამიანის უფლებების ხელყოფას. სანამ ცოტნე თავად არ გადაწყვეტს ამგვარი ფოტოს გავრცელებას, მანამდე მიზანშეწონილი არ არის პაციენტის პერსონალური მონაცემის მქონე ამგვარი გამოსახულების საჯაროდ გავრცელება. უმორჩილესად გთხოვთ, პატივი ვცეთ ცოტნეს პერსონალურ სივრცეს", - აღნიშნულია
მიმართვის ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"

ვავა
17 თებერვალი 2020 21:26
ეს ქალი მსახიობია ეტყობა, დაანებოს ცოტნეს თავი, ეს კაცი გამოჯანმრთელდეს მალე რომ ყველას მიუჩინოს თავისი ადგილი.
ნანა
15 თებერვალი 2020 23:44
ვინც გადაუღო და გაავრცელა ისაა ცხოველი
ნანა
15 თებერვალი 2020 21:17
ვინც გადაუღო და გაავრცელა ის უფროა ცხოველი ვიდრე ის ვინც მაგ დღეში ჩააგდო ცოტნე

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები