როგორია რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოებზე ობიექტის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

როგორია რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოებზე ობიექტის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

რიკოთის უღელტეხილზე, უბისას მონაკვეთზე, ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები დაშავდნენ. ადგილზე მინი საწარმოს რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა ჩამონგრევის დროს 5 ადამიანი დაშავდა. აქედან ოთხი შედარებით მსუბუქად ერთი კი ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, მას პოლიტრავმის რეჟიმში ჩაუტარდა გამოკვლევა. 64 წლის მამაკაცს ნეკნები აქვს დაზიანებული, და აღენიშნება ფილტვების დაჟეჟილობა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

პროფკავშირების იმერეთის ორგანიზაციის კოორდინატორის ირაკლი ჩხეიძის თქმით, ადგილზე დაცული არ იყო უსაფრთხოების ზომები , რამაც ადამიანების დაშავება გამოიწვია.

მისი თქმით, პროფკავშირებმა უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო, ჩინურ კომპანიასთან სასამართლო დავა დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"