კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
14 თებერვალს, ღამით, დიდ დიღომში, კვირაცხოვლის ქუჩის მე-2 შესახვევთან კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს"კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 15 თებერვალს 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდილი ექნება: ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს და კვარტლებს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, შანხაის, ნუცუბიძის ქუჩას და კვარტლებს, ასათიანის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს.

"ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ დაზიანების აღსადგენად. ამ დროისთვის დასრულების ეტაპზეა შედუღებითი
სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება აღდგენილი წყალსადენის რეცხვა, ლაბორატურიული შემოწმება და წყლით შევსება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 15 თებერვალს 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდილი ექნება:

ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს და კვარტლებს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, შანხაის, ნუცუბიძის ქუჩას და კვარტლებს, ასათიანის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, კომპანია მოსახლეობას
წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აბონენტებს წინასწარ, sms-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?