გუდაურის სამაშველო სამსახური დაკარგულ რუს ტურისტს ეძებს - კვირის პალიტრა

გუდაურის სამაშველო სამსახური დაკარგულ რუს ტურისტს ეძებს

გუდაურში სამაშველო სამსახური დაკარგულ რუს ტურისტს ეძებს, რომელიც ზვავში მოჰყვა.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტურისტები აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ. კომპანია დამსვენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

"რუსი ტურისტების ჯგუფი გუდაურში, "საძელეს" მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში შესაბამისი დამცავი აღჭურვილობის გარეშე სრიალებდნენ, რის შედეგადაც მოწყდა ზვავი. გუდაურის სამაშველო სამსახურმა მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და 3 ადამიანი უვნებლად გამოიყვანა. ერთი ტურისტის სამძებრო - სამაშველო ოპერაცია ამ დრომდეც მიმდინარეობს.

მთის კურორტების განვითარების კომპანია მოგმართავთ თხოვნით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს", - აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

"ინტერპრესნიუსი"