გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი ნაპოვნია. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურმა 50 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფით, დილის 07:30- ზე სამძებრო ოპერაცია განაახლა. დაახლოებით 09:15-ზე აღმოჩენილ იქნა ცხედარი.

ცხედარი იდენტიფიცირებულია, რომელსაც უტარდება შესაბამისი პროცედურები.

ცნობისთვის, ტურისტის სამძებრო სამუშაოები 15 თებერვალს დაიწყო. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. მათივე ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა. გუდაურის სამაშველო სამსახურმა 3 ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოახერხა.

"ინტერპრესნიუსი"