"მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში"
"მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში"
მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში,-ამის შესახებ მედიას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა თანახმა სინოდმა განიხილოს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს საკითხი.

მეუფე გრიგოლის თქმით, სინოდმა ისე უნდა იმოქმედოს, როგორც პატრიარქი იტყვის. გრიგოლ კაცია მეუფე პეტრეს სინანულისკენ მოუწოდებს.

"როგორც პატრიარქი დასვამს შეკითხვას, ისე უნდა ვიმოქმედოთ. დღეს არის უძღები შვილის დღე, მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან
და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში",-აცხადებს მეუფე გრიგოლ კაცია.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან წმინდა სინოდმა გადააყენა. აღნიშნულის მიზეზი მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. მის ნაცვლად კი ეპარქიაში გრიგოლ კაცია დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

ტოტო
17 თებერვალი 2020 09:02
გუგა-ს ბანდიტებთან ჩახუტებული (იოსელიანთან,ედიკასთან,კიტოვანთან,სიგუასთან...) არსად დაგეკარგოთ.პეტრეს შეიძლება ზედმეტები მოუვიდა ,მაგრამ მართალს ამბობს,დღეს შუა საუკუნეები არ არის.ეკლესიას ესაჭიროება რეფორმა,ოღონდ სიღრმისეული.ესენი კი მეუფე პეტრეს ეცნენ,თითქოს ამით რაიმე შეიცვლებოდა.
ვერ ხედავთ ეკლესიას რეიტინგი ,ხალხში ,როგორ დაუვარდა ? ვერ ხვდებით რისი ბრალია ? ხალხს ეჭვი შეეპარა,რომ ეკლესია სამართლიანად იქცევა.
რამოდენიმე ხნის წინ ქაშუეთის ეკლესიაში ვიყავი,ეზოში ორი შავი ჯიპი და ორიც შავი ახალი სედანი იდგა.გამობრძანდნენ მამაოები,რაიკომის მდივნებივით გადახედეს არე-მარეს და ტაძართან ,რუსთაველზე ბარე სამი მათხოვარი წყალობას ითხოვდა.მაგარი კონტრასტი იყო.
გუგა
16 თებერვალი 2020 22:41
ამას კიდე მეუფეს როგორ უწოდებᲗ? პატრიარქს რა Შეურაცხყოფაც მიაყენა გრკიᲗხებიᲗ ესაა მეუფე?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?