პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ბოტასები მიამაგრეს - რა ხდება რუსთაველის გამზირზე - კვირის პალიტრა

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ბოტასები მიამაგრეს - რა ხდება რუსთაველის გამზირზე

დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. ამასთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა.

შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტში შესასვლელი კარისკენ გაიწია და შესვლა სცადა. "ბიძინას ბოსტანია თუ ზოოპარკია, განმარტეთ მაინც რატომ არ გვიშვებთ", - მიმართეს აქტივისტებმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს.

მას შემდეგ, რაც სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში არ შეუშვეს, აქციის მონაწილეებმა საკანონომდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან ბოტასები კედელზე მიამაგრეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, "ეს ბოტასები რეჟიმის სიმბოლოა".

"ინტერპრესნიუსი"