"ერთხანს მხოლოდ მე ვმუშაობდი,­ ოჯახის წევრები ჩემზე დამოკიდებული იყვნენ - 2 ბავშვი, დედმამიშვილები..."
"ერთხანს მხოლოდ მე ვმუშაობდი,­ ოჯახის წევრები ჩემზე დამოკიდებული იყვნენ - 2 ბავშვი, დედმამიშვილები..."
ეკა ბესელიამ შრომისა და მებრძოლი ხასიათის წყალობით წარმატებას მალე მიაღწია. დაამთავრა თბილისის სახ­ელმ­წ­იფო­ უნივერსიტეტი, იყო საადვოკატო ფირმის "ეკა და კომპანია" დამფუძნებელი, არის სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მისი მიღწევებისა და რეგალიებისა. ბესელიას დეკლარირებულ ოჯახის წევრთა შორის არიან მისი შვილები - 28 წლის რატი მილორავა და 16 წლის ლიზი გუბელაძე.

ეკა ბესელია:

- ადამიანის პიროვნულ თვისებებს დიდწილად განსაზღვრავს ოჯახი, ტრადიციები და სოციალური მდგო­მარეობაც. ვფიქრობ, ჩემს პიროვნულ
ჩამოყალიბებაში ამან დიდი როლი შეასრულა.­ ჩვენი ოჯახი ცნობილი იყო რაიონში, არ გვიჭირდა. მამას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ყველაფრით უზრუნველყოფილი ვყოფილიყავით, თუმცა ფუფუნებაში ნამდვილად არ გავზრდილვართ. არასდროს ვყოფილვარ მატერიალისტი, კომფორტი და სიმდიდრე ნაკლებად მხიბლავდა. დღემდე ასეა... ამასთან, გამოუსწორებელი იდეალისტი ვარ. ეს რთულია, მით უფრო, როცა პოლიტიკაში ხარ,
თან ქალი.

სტუდენტობიდანვე უნდოდა, რომ მშობლების კმაყოფაზე არ ყოფილიყო და დამო­უკიდებლად მიეღწია წარმატებისთვის. 19 წლისა თან სწავლობდა, თან შვილს ზრდიდა. 3 თვის ყოფილა რატი, როდესაც რაიონიდან წამოუყვანია. ფიქრობდა, რომ შვილი თვითონ უნდა გაეზარდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სწავლაში... უყვარს თავისი პროფესია და ამბობს, რომ ოდესმე აუცილებლად დაუბრუნდება ადვოკატობას. პირველი ფული სწორედ ადვოკატობით იშოვა.


- კარგად მახსოვს ჩემი პირველი ჰონორარი - 50 დოლარი. ისე მერიდებოდა აღება, ვერ წარმოიდგენთ, და გამოცდილი ადვოკატები დამცინოდნენ. მერე და მერე მივეჩვიე ჰონორარის ცივილიზებული ფორმით მიღებას. ვამაყობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადვოკატი ვიყავი, უამრავი საქმე მქონდა და არც ერთ ჩემს კლიენტს არ დაუწერია საჩივარი. ვერავინ იტყვის, რომ ან მოვატყუე, ან გულგრილად მოვექეცი. საქმე წამიგია კიდეც, მაგრამ ყველა ხედავდა, რომ მაქსიმუმს ვაკეთებდი. ამიტომაც წლის ადვოკატად არაერთხელ დამასახელეს. როდესაც იურიდიულზე ჩავაბარე, ზუსტად ვიცოდი, ორ რამეს არ გავაკეთებდი­ - ვერც მოსამართლე ვიქნებოდი და ვერც პროკურორი.

- ცხოვრებაშიც ასე გიჭირთ ვინმეს დადანაშაულება და განსჯა?

- (იცინის) "სუსხიანი" გამონათქვამების გამოყენება, ცოტა არ იყოს, ხშირად მიწევს­ პოლიტიკური ოპონენტების მისამართით, მაგრამ ეს სხვაა - ბრალდება, სხვისი განსჯა და განაჩენის გამოტანა, იოლი არ არის. რომ არა სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, პოლიტიკაში არ მოვიდოდი. ქუჩაში გამოვედი საყოველთაო უსამართლობის გამო, თორემ პიროვნულად ვინმეს საწინააღმდეგო არაფერი მქონია.

მთელი ჩემი ქონება პოლიტიკაში მოსვლამდე მქონდა. პირველი ბინა 2001 წელს თემქაზე ვიყიდე, შემდეგ ჩემს ძმას დავუტოვე საცხოვრებლად. მანამდე ხან ქირით ვცხოვრობდი, ხან გირაოთი, მაგრამ მშობლებისთვის არასდროს მითქვამს, ბინა მიყიდეთ-მეთქი.­ პირველი მანქანაც ჰონორარით ვიყიდე. მოგვიანებით ვიყიდე ბინა გაბა­შვილზე, სადაც ახლა ვცხოვრობ, მერე ოფისიც, სადაც ადვოკატურა მქონდა.
ვერავინ ვერაფერში მომედავება, გამორიცხულია, იმდენჯერ აქვთ შესწავლილი და გაფილტრული ჩემი ქონება.

- ჩანს, ფულის დაზოგვა შეგიძლიათ.
- ამის ნებისყოფა ნამდვილად მაქვს. ერთხანს მხოლოდ მე ვმუშაობდი,­ ოჯახის წევრები ჩემზე დამოკიდებული იყვნენ - 2 ბავშვი, დედმამიშვილები ჩემთან ცხოვრობდნენ და ყველას ვეხმარებოდი.­ ასე რომ, დანაზოგის გაკეთება ვისწავლე. როცა მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობ, ვალდებული ხარ, რაღაცებზე უარი თქვა. ისედაც არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ბინაც სადად მოვაწყვე, გადაპრანჭული არ არის. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?