"რა მოკ­ლე ყო­ფი­ლა წუ­თი­სო­ფე­ლი..." - რას ყვებოდა გიორგი შენგელაია საკუთარ ცხოვრებაზე, მშობლებზე, სოფიკოზე?..
17-02-2020
"რა მოკ­ლე ყო­ფი­ლა წუ­თი­სო­ფე­ლი..." - რას ყვებოდა გიორგი შენგელაია საკუთარ ცხოვრებაზე, მშობლებზე, სოფიკოზე?..
დიდი ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. შენგელაია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ავადმყოფობდა და 17 თებერვალს, დილით გარდაიცვალა.
გიორგი შენგელია დაიბადა 1937 წლის 11 მაისს. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1955-1959წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; 1959 წლიდან რეჟისორი; იგი არის რეჟისორი ფილმებისა: "ალავერდობა"(1963), "მაცი ხვიტია"(1965), "ფიროსმანი"(1969), "ვერის უბნის მელოდიები"(1973), "სიყვარული ყველას უნდა"(1980), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"(1984), "ხარება და გოგია"(1987), "სიყვარული ვენახში"(2000), "მიდიოდა მატარებელი"(2005) და სხვა;

გადაღებულია ფილმებში:
დათო("ჩვენი ეზო", 1956), გიორგი("ოთარაანთ ქვრივი", 1957), ვაჟა ("ქვიშანი დარჩებიან", 1976), გელა("ამბავი ერთი ქალიშვილისა", 1960), გოგია ("რაც გინახავს ვეღარ ნახავ", 1965).

შენგელაია არის რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ჟურნალ "ისტორიანის" არქივში ინახება ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გიორგი შენგელაიასთან, რომელსაც გთავაზობთ:

- ჩე­მი პირ­ვე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან
მძი­მე ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბა. ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბი­დან მა­მა­ჩე­მის - ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩამ­რ­ჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. მა­შინ ოთხ­წ­ლი­ნა­ხევ­რი­სა ვი­ყა­ვი... მა­მა სულ ახალ­გაზ­რ­და - 42 წლის იყო.

ეს ტრა­გე­დია მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გამ­ყ­ვა...

ოთხ წლამ­დე მო­გო­ნე­ბე­ბის რა­ღაც ფრაგ­მენ­ტე­ბი მი­ტივ­ტი­ვებს გო­ნე­ბა­ში. მახ­სოვს, მა­მა მო­ვი­დო­და, ნა­ნა­დი­რევს მო­ი­ტან­და და დაყ­რი­და. მე­რე ჩვენ გვა­ვა­ლებ­და მე­ზობ­ლე­ბის­თ­ვის მო­კითხ­ვას. თბი­ლი­სურ ეზო­ში ვცხოვ­რობ­დით. მე და ჩე­მი ძმა დავ­დი­ო­დით სარ­თულ-სარ­თულ და მე­ზობ­ლებს ვუ­რი­გებ­დით ნა­ნა­დი­რევს. ასე­თი წე­სით ცხოვ­რობ­დ­ნენ, უფ­რო გას­ცემ­დ­ნენ, ვიდ­რე მო­იხ­ვეჭ­დ­ნენ. სულ სხვა ხალ­ხი იყო მა­შინ.

მა­გონ­დე­ბა დე­და­ჩე­მის გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი სა­ხე. მა­მა ვაჟ­კა­ცი იყო, მომ­ლ­ხე­ნი, მო­ნა­დი­რე. ვიდ­რე რე­ჟი­სო­რი გახ­დე­ბო­და, ლექ­სებს წერ­და. მას­თან მე­გობ­რობ­დ­ნენ გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძე, სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, ლეო ქი­ა­ჩე­ლი... ჩვენ­თან იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ილ­ხენ­დ­ნენ, მსჯე­ლობ­დ­ნენ... ერთ დღეს კი და­ი­ცა­ლა ჩვე­ნი სახ­ლი.

მე­რე დე­დამ შეც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი. მან გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ეს უბე­დუ­რე­ბა, თო­რემ დეპ­რე­სი­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბა მქონ­და.
ომის დრო იყო. ფილ­მებს არ იღებ­დ­ნენ და ნა­ტო ვაჩ­ნა­ძის­თ­ვი­საც კი ლუკ­მა­პუ­რი სა­ფიქ­რა­ლი გახ­და. დე­და და­დი­ო­და რა­ი­ო­ნებ­ში ვა­სო გო­ძი­აშ­ვილ­თან, თა­მარ ჭავ­ჭა­ვა­ძეს­თან, კი­რა ან­დ­რო­ნი­კაშ­ვილ­თან (დე­და­ჩე­მის და), მწერ­ლებ­თან ერ­თად... კონ­ცერ­ტებს მარ­თავ­დ­ნენ, რომ ცო­ტა რამ ეშო­ვათ.
ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე პატარა გიორგი შენგელაიასთან
თხუთ­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი, დე­და რომ და­ი­ღუ­პა... ცხა­დია, ძნე­ლია საქ­ვეყ­ნოდ ვი­ლა­პა­რა­კო, რო­გორ გან­ვი­ცა­დე ეს...
ადა­მი­ა­ნი ასეა მოწყო­ბი­ლი, რაც უნ­და გა­დახ­დეს, ეჩ­ვე­ვა. მა­მა რომ ცოცხა­ლი იყო, სხვა ცხოვ­რე­ბა იყო ჩვენ­თან, დე­და რომ დარ­ჩა - სხვა... დე­და­ჩე­მის მე­რე - სხვა...

დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მე და ელ­დარ­მა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მა­მის გზა გაგ­ვეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. მოს­კოვ­ში ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და მარ­ტო სტი­პენ­დი­ით თა­ვის რჩე­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თი ბი­ძა­ღა გვყავ­და - სან­დ­რო, ინ­ჟი­ნე­რი იყო და დი­დი ოჯა­ხი ჰყავ­და შე­სა­ნა­ხი, ჩვენ რას დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და... ასე გაგ­რ­ძელ­და მა­ნამ, ვიდ­რე ფილ­მებ­ში არ ვი­თა­მა­შე და შე­მო­სა­ვა­ლი არ გა­მიჩ­ნ­და...

რე­ზო ჩხე­ი­ძემ "ჩვენ ეზო­ში" სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მი­იწ­ვია - მა­შინ მოს­კო­ვის კი­ნო­ინ­ს­ტი­ტუტ­ში, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე სწავ­ლობ­და. ეძებ­დ­ნენ და­თოს რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბელს... სო­ფი­კო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რი თა­მა­მი და ახ­ტა­ჯა­ნა იყო. უთხ­რა: - რა­ტომ კარ­გავ დროს, მე მო­გიყ­ვან ბი­ჭის რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­სო. მე და სო­ფი­კოს უკ­ვე გვიყ­ვარ­და ერ­თ­მა­ნე­თი, ფილ­მის მე­რე ხე­ლიც მო­ვა­წე­რეთ...

"რაც გი­ნა­ხავს, ვე­ღარ ნა­ხავ" რომ და­იწყო მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა, უკ­ვე მა­თი ოჯა­ხის წევ­რი ვი­ყა­ვი. გვითხ­რა, ამ ფილ­მ­ში თქვენ უნ­და ითა­მა­შო­თო.
მარცხნიდან: გიორგი შენგელაია, არიადნა შენგელაია, სოფიკო ჭიაურელი, ელდარ შენგელაია
ვიდ­რე მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მე­ბის დად­გ­მას მოვ­კი­დებ­დი ხელს, დო­კუ­მენ­ტურს მი­ვა­დე­ქი. ჩე­მი პირ­ვე­ლი სუ­რა­თი ფი­როს­მან­ზე იყო. ინ­ს­ტი­ტუტს რომ ვამ­თავ­რებ­დი, გა­და­ვი­ღე "ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი". უნი­კა­ლუ­რი სუ­რა­თია იმ მხრივ, რომ იმ ხელ­ნა­წე­რე­ბის გა­და­ღე­ბა გა­ნა­თე­ბით არ შე­იძ­ლე­ბა. ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორს, ქალ­ბა­ტონ ელო მეტ­რე­ველს მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ, ავი­ტა­ნეთ კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი გა­და­ღე­ბის უშ­ვე­ლე­ბე­ლი კა­მე­რა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია თი­თო კად­რი გა­და­ი­ღოს და გა­ნა­თე­ბა არ სჭირ­დე­ბა...
სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია. კადრი ფილმიდან: 'ჩვენი ეზო'
საბ­ჭო­თა დროს არა­ვინ ფიქ­რობ­და ფილ­მის გა­ყიდ­ვა-გა­ქი­რა­ვე­ბა­ზე. ამ პრობ­ლე­მას სა­ხელ­მ­წი­ფო აგ­ვა­რებ­და, თუმ­ცა იყო ცენ­ზუ­რა - მო­ითხოვ­დ­ნენ, ძი­რი­თა­დად, მუ­შებ­სა და გლე­ხებ­ზე გა­დაგ­ვე­ღო სუ­რა­თე­ბი. მაგ­რამ სტა­ლი­ნის დრო­ინ­დე­ლი მარ­წუ­ხე­ბი უკ­ვე მო­სუს­ტე­ბუ­ლი იყო. გა­ვაძ­ვ­რი­ნეთ რა­ღაც­ნა­ი­რად მე და ოთარ იოსე­ლი­ან­მა მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბი, მე - "ა­ლა­ვერ­დო­ბა", ოთარ­მა - "აპ­რი­ლი". ეს ორი სუ­რა­თი ალ­მა­ნა­ხად გა­მო­ვი­და დიდ ეკ­რან­ზე. მან გან­საზღ­ვ­რა ჩე­მი რე­ჟი­სო­რუ­ლი გზა... გაგრძელება

მაიზერი
18 თებერვალი 2020 10:40
უფალმა გაანათლოს.
იოსებ მღებროვი
17 თებერვალი 2020 20:45
შესანიშნავი რეჟისორი, მსახიობი და მამულიშვილი! მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული კინოს ისტორიაში! ქართველი მამაკაცის სილამაზის განსახიარება! ვუსამძიბრებ გიორგი ნიკოლოზის ძე შენგელაიას ჭირისუფალს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული.
yes
17 თებერვალი 2020 16:06
დედასავით ნატასავით დახატული!
გაანათლოს

რედაქტორის რჩევით
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?