ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე, აჭარულის ცეკვისას გარდაიცვალა? - კვირის პალიტრა

ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე, აჭარულის ცეკვისას გარდაიცვალა?

ტრაგედია დატრიალდა მოსკოვში, ერთ-ერთ რესტორანში, სადაც 20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია "გურიანიუსმა" სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობლის მიერ გავრცელებულ პოსტზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, გოგონა წარმოშობით საქართველოდან, კერძოდ, სამტრედიიდან იყო.

"ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე, აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს, სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..." - დაწერა გოგონას ახლობელმა.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. წყარო