რეჟისორ გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ - კვირის პალიტრა

რეჟისორ გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

რეჟისორ გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი შენგელაიას 20 თებერვალს, 15:00 საათზე დაკრძალავენ, პანაშვიდები კი 18 და 19 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში, 17 თებერვალს გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: "რა მოკლე ყოფილა წუთისოფელი..." - რას ყვებოდა გიორგი შენგელაია საკუთარ ცხოვრებაზე, მშობლებზე, სოფიკოზე?..