რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე და ვინ არის მისი მეუღლე - გენპროკურორის ოჯახური ფოტოები
18-02-2020
რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე და ვინ არის მისი მეუღლე - გენპროკურორის ოჯახური ფოტოები
პარ­ლა­მენ­ტმა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე ირაკ­ლი შო­თა­ძე და­ამ­ტკი­ცა. მას მხა­რი 82-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა (არ­ცერ­თი წი­ნა­აღ­მდე­გი). პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე კენ­ჭისყრას ეს­წრე­ბო­და თა­ვად ირაკ­ლი შო­თა­ძეც. კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 7-მა დე­პუ­ტატ­მა არ მი­ი­ღო. რე­გის­ტრა­ცია სულ 89 დე­პუ­ტატ­მა გა­ი­ა­რა, ხოლო შო­თა­ძეს მხა­რი 82-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა.კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს იმ დე­პუ­ტა­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბა­ზე კა­ნონპ­რო­ექ­ტის ჩაგ­დე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვეს, მათ შო­რის დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვილ­მა, თა­მარ ხუ­ლორ­და­ვამ, თა­მარ ჩუ­გოშ­ვილ­მა.


ირაკ­ლი შო­თა­ძე სქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2015 წლის 19
ნო­ემ­ბრი­დან 2018 წლის 31 მა­ი­სის ჩათ­ვლით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი მან მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დებს შო­რის მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქუ­ჩის მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მოჰ­ყვა.

შო­თა­ძის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მე­დი­ა­ში არა­სო­დეს არა­ფე­რი და­წე­რი­ლა. თუმ­ცა რო­გორც ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა
მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს. მისი მე­უღ­ლე 31 წლის ნინო გო­ტი­აშ­ვი­ლია. შო­თა­ძის ოჯა­ხის ფო­ტო­ე­ბი AMBEBI.GE-მ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა.


რაც შე­ე­ხე­ბა მის ქო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას, "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რედ არ­ჩე­უ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის სა­ხელ­ზეა მხო­ლოდ 2019 წელს ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­და­ცე­მუ­ლი, 1000 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი თბი­ლის­ში, კერ­ძოდ, დი­ღომ­ში. იხილეთ სრულად

გახსენება
22 თებერვალი 2020 14:51
ბავშვობაში ბებია მეტყოდა- ნუ გეშინია ეს კაცი თხებს მწყემსავს.

რედაქტორის რჩევით
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?