რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე და ვინ არის მისი მეუღლე - გენპროკურორის ოჯახური ფოტოები - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე და ვინ არის მისი მეუღლე - გენპროკურორის ოჯახური ფოტოები

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი). პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც. კენჭისყრაში მონაწილეობა 7-მა დეპუტატმა არ მიიღო. რეგისტრაცია სულ 89 დეპუტატმა გაიარა, ხოლო შოთაძეს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს იმ დეპუტატებმა, რომლებმაც „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ დატოვეს, მათ შორის დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა.

ირაკლი შოთაძე სქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

შოთაძის პირად ცხოვრებაზე მედიაში არასოდეს არაფერი დაწერილა. თუმცა როგორც ქონებრივ დეკლარაციაში არსებული ინფორმაციიდან ირკვევა მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე 31 წლის ნინო გოტიაშვილია. შოთაძის ოჯახის ფოტოები AMBEBI.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა.

რაც შეეხება მის ქონებრივ მდგომარეობას, "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, მეორედ არჩეული გენერალური პროკურორის სახელზეა მხოლოდ 2019 წელს ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, კერძოდ, დიღომში. იხილეთ სრულად