"ევროპული საქართველოს" ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფი, საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ
19-02-2020
"ევროპული საქართველოს" ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფი, საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ
"ევროპული საქართველოს" ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფი აქციას მართავს. ისინი ევროპული საქართველოს ოფისის შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ.აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ.

მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით- "თქვენი ევროპული საქართველო = თქვენს საბჭოთა საქართველოს".

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, ისინი ითხოვენ, რომ ელენე ხოშტარიამ მანდატი დატოვოს.

ადგილზე იმყოფებიან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებიც.

"ინტერპრესნიუსი"

მედეა
20 თებერვალი 2020 11:07
არც ნაცების ჭიჭყინ-სტვენა მხიბლავს და არც ქოცი ახალგაზრდების გუშინდელი ზუსტად იმავე ს ტ ი ლ ი ს აქტივობა! 9+8=17 ამდენი წელია ტელეეკრანებიდან არ ჩამოდის "საყვარელი" სახეები --ბოკერიადან დაწყებული-რომან გოცირიძით დამთავრებული. მანქანის მძღოლებს რომ ასე უღმერთოდ აჯარიმებთ ქ ო ც ე ბ ო --პარლამენტში ს უ ნ ი ს დამყენებლები, რუსული ჰიმნის გამჟღერებლები, სიცრუის ბუმის შემოქმედნი---დაუჯარიმებლად რატომ დადიან? გეშინიათ წ ე რ ი ლ ე ბ ი ს ? მაინც იწერებიან, მაინც გადანაშაულებენ და გ ა ბ ე დ ე ---დაარქვი ცუდს ცუდი და დააჯარიმე! ცილისწამებაზე დააკანონე 2000 ლარი ჯარიმა-ბიუჯეტი ადვილად შეივსება---მე გასწავლო რა უნდა ქნა? რომ მოდიოდი, ეს ვერ გაითავისე? რა ვქნა ახლა 2020-ის არჩევნებზე მე? ვინ ავირჩიო? მაგალითად: 1) ქოცი? -----გულისწყვეტა გამიგრძელდება, იმ მობეზრებულ ცნობად სახეების ცქერას-კვლავ ვეღარ გავუძლებ! 2) ნაცი?--ცოცხი არ ამცდება! 3) ლელო?--ბანკირების თავაშვებულ თარეშს ვერ გადავურჩები! 4) ბურჯანაძე?-გამოცდილი გვყავს და არ მოვხიბლულვართ! 5) პატრიოტთა ალიანსი?--მიუმხრობლობას გამოაცხადებს ჟორდანიასავით და ხელს გაუხსნის პუტინს(ლენინივით)--ააფრიალოს თბილისის თავზე რუსული დროშა(ხოშტარია და ნადირაშვილი ჰიმნის გაჟღერებით ამას გვაჩვევენ) 6) კუკავა, ასათიანი, დავითაია და სხვები--ქულათა სიმცირის გამო, სათვალავში ჩასაგდებნი არ არიან! აბა, არაა ს ა შ ვ ე ლ ი ? საკითხავი აი, ეს არის! გთხოვ, ქ ო ც ო , გამოიჩინე ს ი ვ ა ჟ კ ა ც ე----გამოასწორე შ ე ც დ ო მ ე ბ ი , მოუსმინე ხალხს, გააჯანსაღე ტელესივრცე, დაე, სიმართლე ისმოდეს , კეთილი სახეები ჩანდნენ, საიმედო ფიქრი ჩაგვინერგოს და ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ა დ ვიგრძნოთ თავი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?