"გოგონა პირდაპირ მოსულა და უთქვამს: - აღარ შემიძლია. მინდა, ჩემი გრძნობები გაგიმხილოო..." - კვირის პალიტრა

"გოგონა პირდაპირ მოსულა და უთქვამს: - აღარ შემიძლია. მინდა, ჩემი გრძნობები გაგიმხილოო..."

მსახიობი გიორგი ტაბიძე თავისუფალ თეატრში რამდენიმე სპექტაკლში თამაშობს. პარალელურად, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ჩიკას მეამბოხე შვილს - სანის როლს ასრულებს. ამჟამად სანი, ცოტა არ იყოს, რთულ სიტუაციაშია: იმ გოგონას მიმართ სიმპათია გაუჩნდა, რომელიც მის ძმაკაცს უყვარს... ვიდრე სანი თავის გრძნობებში გაერკვევა და ურთიერთობებს "დაალაგებს", მანამდე მსახიობს პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მგონია, რომ სიყვარული მოიცავს ურთიერთპატივისცემას, გარკვეული საკითხების მიმართ საერთო შეხედულებებს, მსოფლმხედველობას... წყვილმა ერთმანეთი არ უნდა მოატყუოს... როცა ეს ყველაფერი არის, ამ შემთხვევაში, რაღაც ურთიერთობა, გრძნობა უკვე იბადება..."

"ჩანთაში წერილები ბევრჯერ დამხვედრია - ინკოგნიტო თაყვანისმცემელი ვარ და აბა, ჩემს ვინაობას თუ მიხვდებიო? წერილი სახლთანაც დამხვედრია... მოკლედ, უკან დამყვებოდნენ (იცინის). ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა გოგონა პირდაპირ მოსულა და უთქვამს: - აღარ შემიძლია. მინდა, ჩემი გრძნობები გაგიმხილოო..."

"13-14 წლის ვიყავი, როცა გოგოს სიყვარული პირველად ავუხსენი. ჩემს მეგობრებს რომანტიკულობის გამომხატველი ცნობილი შოკოლადი დავურიგე. ვიცოდი, ის გოგო რომელ ქუჩაზე გაივლიდა... როცა გაიარა, ყოველ 10 მეტრში ჩემი მეგობრები ხვდებოდნენ და ამ შოკოლადს აძლევდნენ - ხმასაც არ სცემდნენ, ქუჩის ბოლოს კი მე "გავეჩითე"..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 20 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი