გიორგი შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს - კვირის პალიტრა

გიორგი შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

რეჟისორი გიორგი შენგელაია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

რეჟისორი ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

გიორგში შენგელაიას ხსოვნას პატივი მიაგეს ხელოვანებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. გარდაცვლილი რეჟისორის ოჯახს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა პატრიარქმა.

"ეს იყო არამხოლოდ ერთი უნიჭიერესი რეჟისორი, არამედ მთლიანად ოჯახმა შექმნა ქართული კინო, საქართველოს კულტურა და ეროვნული სულის ძალიან დიდი ნაწილი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.