ინფექციურ საავადმყოფოში ირანიდან ჩამოსული სამი ადამიანი შეიყვანეს, ერთ-ერთს ტემპერატურა უფიქსირდება
22-02-2020
ინფექციურ საავადმყოფოში ირანიდან ჩამოსული სამი ადამიანი შეიყვანეს, ერთ-ერთს ტემპერატურა უფიქსირდება
ინფექციურ საავადმყოფოში ირანის სამი მოქალაქე შეიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთს ტემპერატურა აღენიშნება. როგორც ცნობილია, სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრები - დედა და შვილები არიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მათ ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდებათ.

„ერთი ოჯახის წევრები არიან, დედა და ორი შვილი, რომლებიც ირანიდან გამოემგზავრნენ. ასევე, გიდასტურებთ, რომ ირანში, გარკვეულად კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია უარესდება, ბოლო დღეების განმავლობაში, ოფიციალურად უკვე დადასტურებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ
ორი, მაგრამ სხვადასხვა წყაროებით ხუთი ფატალური შემთხვევა კორონავირუსული ინფექციით.ეს ხდება ირანის ერთ-ერთ პროვინციაში და ქალაქში, რომელიც თეირანიდან დაახლოებით 150 კილომეტრშია, ამიტომ ვფიქრობთ, შესაბამისი ზომების გატარებას. სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ამაზე უკვე მუშაობენ, რამეთუ ირანი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ინტენსიური მიმოსვლაა ირანთან და თუ ირანში გაუარესდა
ეპიდსიტუაცია, რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული.

რაც შეეხება ამ სამ ადამიანს, ერთ-ერთ მათგანს შემოსვლისას ჰქონდა ტემპერატურა და შესაბამისი სიმპტომები, ამიტომ მოხდა მათი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა. საავადმყოფოში ღამის განმავლობაში ტარდება კვლევები და ხვალ დილას ასევე ნაცხი იქნება აღებული კორონავირუსულ ინფექციაზე და გამოკვლევა ჩატარდება „ლუგარშიც“ და ამის შედმეგ გადაწყდება რა ტაქტიკა იქნება მათთვის“,-განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?