იტალიაში კორონავირუსის 16 შემთხვევა დაფიქსირდა, რამდენიმე ქალაქში სასწავლო დაწესებულებები დაიხურა - კვირის პალიტრა

იტალიაში კორონავირუსის 16 შემთხვევა დაფიქსირდა, რამდენიმე ქალაქში სასწავლო დაწესებულებები დაიხურა

იტალიაში კორონავირუსის ერთდროულად 16 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ვირუსის სავარაუდო წყარო არის 38 წლის იტალიის მოქალაქე.

ვირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა ლომბარიის რეგიონში, ხოლო ორი შემთხვევა - ვენეტოში. დაინფიცირებულებს შორის 5 ექიმია. ხელისუფლებამ იმ ქალაქებში, სადაც ვირუსი გამოვლინდა, სასწავლო დაწესებულებები დახურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ასობით ადამიანი შემოწმებას გადის, ხოლო ის პირები, რომლებიც დაავადებულებთან პირდაპირ კონტაქტში იმყოფებოდნენ, კარანტინში რჩებიან.