არჩილ ტატუნაშვილის მამა: "რაც დრო გადის უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება" - კვირის პალიტრა

არჩილ ტატუნაშვილის მამა: "რაც დრო გადის უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება"

რაც დრო გადის უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება. აუტანელია ის, რომ არც ერთი დამნაშავე დასჯილია არ არის, - ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გივი ტატუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"რაც დრო გადის უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება. აუტანელია ის,რომ არც ერთი დამნაშავე დასჯილი არ არის, ხელი არ მიუწვდება ჩვენს მთავრობას დამნაშავეებზე. კი არიან მიცემული პასუხისგებაში, მაგრამ რა აზრი აქვს? თავისუფლად დადიან“, - განაცხადა გივი ტატუნაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

"ინტერპრესნიუსი