შეწყდება თუ არა ირანთან პირდაპირი რეისები კორონავირუსის გამო? - კვირის პალიტრა

შეწყდება თუ არა ირანთან პირდაპირი რეისები კორონავირუსის გამო?

შეწყდება თუ არა ირანთან პირდაპირი რეისები - ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის განკარგულებით შექმნილი სპეციალური საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკოორდინაციო საბჭო ირანთან ფრენების დროებით შეწყვეტის საკითხზე ორი დღეა მსჯელობს.

„ირანში, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და მასთან ინტესნიური ტურისტული თუ ბიზნეს ურთიერთობა გვაქვს, ეპიდსიტუაცია უარესდება. ამიტომ შესაბამისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით არის შექმნილი, შესაბამის ღონისძიებებზე მსჯელობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და შესაბამისად, საქართველოშიც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.