შეწყდება თუ არა ირანთან პირდაპირი რეისები კორონავირუსის გამო?
22-02-2020
შეწყდება თუ არა ირანთან პირდაპირი რეისები კორონავირუსის გამო?
შეწყდება თუ არა ირანთან პირდაპირი რეისები - ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის განკარგულებით შექმნილი სპეციალური საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკოორდინაციო საბჭო ირანთან ფრენების დროებით შეწყვეტის საკითხზე ორი დღეა მსჯელობს.

„ირანში, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და მასთან ინტესნიური ტურისტული თუ ბიზნეს ურთიერთობა გვაქვს, ეპიდსიტუაცია უარესდება. ამიტომ შესაბამისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით არის შექმნილი, შესაბამის ღონისძიებებზე მსჯელობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კორონავირუსულ
ინფექციასთან დაკავშირებით, ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და შესაბამისად, საქართველოშიც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
?????????????????
22 თებერვალი 2020 17:51
არ დაბლოკოთ. ფულს ვერ აკეთებენ და გადარეულები არიან.
gio
22 თებერვალი 2020 17:20
საერტოდ უნდა დაიკეტოს მარტო კორონავურუსის გამო კიარა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?