"ის დღე, როდესაც დიაგნოზი დამისვეს, ყველაზე საშინელი იყო ჩემს ცხოვრებაში"
23-02-2020
"ის დღე, როდესაც დიაგნოზი დამისვეს, ყველაზე საშინელი იყო ჩემს ცხოვრებაში"
კარინ ჰეჰენბერგერი, შვედი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დიაბეტის დარგში და ერთ-ერთ მსხვილი სამედიცინო კომპანია "ლაიფბალბის" დამფუძნებელი, უკვე 30 წელია პირველი ტიპის დიაბეტს ებრძვის. კარინს თავად აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ოპერაცია - პანკრეასის ტრანსპლანტაცია გაკეთებული. როგორ ცხოვრობს ერთ-ერთი ყველა კომპეტენტური ექიმი და რით ეხმარება სხვა პაციენტებს ამას თავად კარინ ჰეჰენბერგერი ექსკლუზიურად kvirispalitra.ge- ის" მკითხველს უამბობს:

"100 წლის წინ დიაბეტით კვდებოდნენ, თქვენ გაგიმართლათ..."


30 წლის წინ, 16 წლის ასაკში აღმომაჩნდა პირველი ტიპის
დიაბეტი, მაშინ ენერგიით სავსე, თინეიჯერი გოგონა ვიყავი, ჩოგბურთს ვთამაშობდი შვედეთის ეროვნულ გუნდში და ასევე წარმატებული სტუდენტი გახლდით. სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს დიაგნოზი. შოკირებული ვიყავი, მაგრამ ამან მიბიძგა მომავალში უფრო მეტი მემუშავა საკუთად თავზე, მეტი სიმტკიცე გამომეჩინა და ჩემი ცხოვრების გზაც წარამტებული ყოფილიყო, მიუხედავად ქრონიკული დაავადებისა.
მე და ჩემმა ოჯახმა ჩემს დიაგნოზამდე არაფერი ვიცოდით 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტის შესახებ. დედა არაჩვეულებრივი მზარეულია და ჯანსაღი საკვების მომზადებაზე გადავიდა, მამა კი, მეცნიერია, ის საფუძვლიანად შეუდგა ჩემი დაავადების შესწავლას, მაშინ მთელმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ჩემი დიაბეტის შესახებ არავისთვის გვეთქვა, რადგან, არ მინდოდა, საზოგადოება განსხვავებულად მომქცეოდა.

ერთი შემთხვევა დღემდე ძალიან მტკივნეულად მახსენდება, როდესაც პირველ დღეს დიაბეტური კეტოაციდოზით (დიაბეტური კეტოაციდოზი დიაბეტის გართულებაა, რომლის დროსაც ორგანიზმში წარმოიქმნება კეტონ–მჟავების დიდი რაოდენობა. დიაბეტური კეტოაციდოზი ორგანიზმიერ მიერ არასაკმარისი ინსულინის წარმოქმნის შედეგია - ნ.წ.) რამდენიმე დღე მომათავსეს საავადმყოფოში, ერთ-ერთმა მედდამ მითხრა - "გაგიმართლა, რომ ახლა 1989 წელია, რადგან 100 წლით უკან რომ ვიყოთ, ამ დიაგნოზით გარდაიცვლებოდიო..." სულ რაღაც 16 წლის ვიყავი, როდესაც ეს ფრაზა მოვისმინე და დღემდე მწარედ მახსოვს.

"მჯერა, რომ პაციენტებს შეუძლიათ ერთმანეთს ყოფა შეუმსუბუქონ"


ის, დღე როდესაც დიაბეტის დიაგნოზი დამისვეს ყველაზე საშინელი იყო ჩემს ცხოვრებაში. არავის ვუსურვებდი მსგავს სიტუაციაში ყოფნას. ამ სირთულეებმა, რომელიც დაავადებას ახლავს თან, უფრო ძლიერი და თანაგრძნობი ადამიანი გამხადა. მას შემდეგ სულ მგონია, რომ რალიში ვმონაწილეობ და ბევრის გაკეთება უნდა მოვასწრო, ამ დიაგნოზმა მიბიძგა შემესწავლა მეცნიერება და მედიცინა, დამეცვა პროფესორის ხარისხი რეკორდულად მოკლე დროში, ასევე მიზნად დავისახე, დამემტკიცებინა მსოფლიოსთვის, რომ დიაბეტმა ჩემზე გავლენა ვერ მოახდინა, რომ ვცხოვრობ ისე, თითქოს დიაბაეტი არ მაქვს. მიუხედავად ჩემი შემართებისა, არაერთ გართულებასთან მომიხდა გამკლავება. ეს შეეხო ჩემს თირკმელებს, თვალებს და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას, რამაც დიდი ზიანი მომაყენა. წლები მოვანდომე ორივე თირკმლის და პენკრეასის ჯირკვალის ტრანსპლანტაციას, უამრავ ლაზერულ პროცედურას თვალის ბადურაზე, მხედველობის შესანარჩუნებლად.

2014 წელს, იმ ადამიანის ცხოვრების გამუჯობესების მიზნით, რომელთან ქონდათ ქრონიკული დაავადებები დავაარსე კომპანია "ლაიფბალბი" (Lyfebulb). 5 წლის განმავლობაში მოვახერხეთ და შევქმენით 6 განსხვავებულ თერაპიულ სფეროში ინოვაციური მიდგომები. ჩემი მთავარი მიზანია დავეხმარო პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს. პანკრეასის ტრანსპლანტაცია არის ერთადერთი გზა განკურნების, მაგრამ ეს ხომ ნამდვილი გამოჯანმრთელება არ არის, რადგან შენი საკუთარი პანკრეასი აღარ გაქვს. ჩვენ ერთად უნდა მოვძებნოთ გზები, რომ მოხდეს პანკრეასის ტრანსპლანტაცია აგრესიული ძლიერი მედიკამენტების, იმუნოდეპრესიული პრეპარატების გარეშე. ეს არ მოხდება ერთ დღეში, ამას ძალიან სერიუზული მუშაობა სჭირდება, ბრძოლა, რომ გამოვძებნოთ გამოსავალი. მჯერა, რომ პაციენტებს შეუძლიათ შემსუბუქონ ერთმანეთს ყოველდღიური ყოფა, ერთმანეთთან კომუნიკაციის მეშვეობით.
კარინი ქალიშვილთან ერთად
ჩემი ცხოვრებისეული მიდგომები 1989 წლის შემდეგ შეიცვალა, წესების წინააღმდეგ წავედი, 21 თვის წინ დედა გავხდი, ვიქორწინე მეორედ. ეს ბრძოლა უდიდეს ძალისხმევას, ტკივილს მოითხოვს ჩემგან, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

"მომავალში შევძლებთ  დიაბეტის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების იდენტიფიცირებას დაბადებისთანავე"


1-ლი ტიპის დიბეტისთვის დადგენილი პრევენციული ზომები, სამწუხაროდ, არ არსებობს, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ტიპის დიაბეტზე. საუკეთესო რჩევა მშობლებისთვის იქნება დააკვირდნენ ბავშვების შემდეგ სიმპტომებს - ხშირი შარდვა, წყურვილი, წონის კლება და დაღლილობა. მომავალში, იმედი გვაქვს, შევძლებთ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების იდენტიფიცირებას დაბადებისთანავე და პრევენციულ ზომებს მივიღებთ მათთვის. პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებულისთვის ძალიან იშვიათი და საკმაოდ რთული გამოსავალია პანკრეასის ჯირკვლის ტრანსპლანტაცია.
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში პანკრეასის ტრანსპლანტაცია ძალიან იშვიათად კეთდება, თუმცა უკვე 50 წელია, რაც ეს ოპერაცია დაინერგა. ჩემმა ქირურგმა, ექიმმა დევიდ საზერლენდმა პანკრეასის ჯირკვლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია პირველად 1973 წელს გააკეთა. 2010 წლის 2 იანვარს მე გადავინერგე პანკრეასის ჯირკვალი, რამაც დიაბეტის დიაგნოზიდან  წლების შემდეგ, კვლავ გამხადა ინსულინისგან დამოუკიდებელი.

სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად ბედნიერი ვიყავი. პანკრეასის ტრანსპლანტაციამდე 9 თვით ადრე, თირკმლის გადანერგვა გავიკეთე, მამამ მომცა თავისი თირკმელი, ასე რომ ოპერაციის შემდგომი პერიოდი უკვე ნაცნობი იყო ჩემთვის. დღემდე სიფრთხილით ვეკიდები კვების საკითხს - არ ვჭამ პიცას, ნამცხვრებს, მაკარონს და ბრინჯს.

ხშირად ვფიქრობ, მშობლებზე, რომელთაც ქალიშვილიც დაკარგეს, მაგრამ გადაწყვიტეს სხვებს დახმარებოდნენ მისი ორგანოების დონორობით. მათ მე გადამარჩინეს. მე წარმოდგენაც კი მიჭირს, რას გრძნობდა ის ოჯახი მაშინ, როდესაც პანკრეასის ტრანსპლანტაციის ოპერაცია მიკეთდებოდა, სულ მინდა,  მადლობა ვუთხრა და პირობა მივცე, რომ მოვუფრთხილდები მათი ქალიშვილის იმ ორგანოს, რომელიც ჩემშია. ძალიან ადრეულ ასაკში ვისწავლე, რომ ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა, ჩემთვის ნაცნობია იმ შიშის განცდა, როდესაც ახლოს ხარ სიცოცხლის დაკარგვასთან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?