გორის რაიონში, სოფელ ტირძნისთან მომხდარი ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა - კვირის პალიტრა

გორის რაიონში, სოფელ ტირძნისთან მომხდარი ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონში, სოფელ ტირძნისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. საავტომობილო გზაზე მოძრავი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, რა დროსაც მიკროავტობუსში მყოფმა ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.

დაშავებულები გორში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. ექიმ დავით ღვინიაშვილის განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ახალგაზრდა მამაკაცს ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა უკვე დატოვა. 25 წლის ქალს, კი, რომელსაც ლავიწის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, ოპერაცია ჩაუტარდება.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"