ვინ იყო საბავშვო ბაღის პედაგოგი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად აღსაზრდელები გადაარჩინა?
23-02-2020
ვინ იყო საბავშვო ბაღის პედაგოგი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად აღსაზრდელები გადაარჩინა?
"აჭარის მაუწყებლის" ინფორმაციით, ქობულეთის მერიას ციხისძირში, საბავშვო ბაღის პედაგოგის, მარინა კონცელიძის მემორიალის მოწყობისთვის ტენდერი აქვს გამოცხადებული. მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება. ტენდერი 5000 ლარზეა გამოცხადებული და წინადადებების მიღება 25 თებერვალს სრულდება.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. 2019 წლის 5 აპრილს, საღამოს მაშინ, როცა პედაგოგს ბავშვების ჯგუფი - 11  ბავშვი ეზოდან გაჰყავდა, ბაღთან სიახლოვეს გაჩერებული მიკროავტობუსი დაგორდა და ბაღის ეზოსკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა ჭიშკარს
დაეჯახა. მარინა კონცელიძე სწრაფი რეაგირება მოახერხა და პატარები საფრთხეს გაარიდა, თუმცა თვითონ მანქანის შეჯახების შდეგად მოწყვეტილი ჭიშკარი დაეცა. მომხდარიდან რამდნიმე დღეში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

ამ თავდადების გამო, ქობულეთის მერიამ გადაწყვიტა მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ტენდერი 5000
ლარზეა გამოცხადებული და წინადადებების მიღება 25 თებერვალს სრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა მემორიალის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში უნდა დაასრულოს.

მარიამ კონცელიძემ, 33 წლის პედაგოგმა მინიმუმ ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა. სწორედ მისი სახელობის მემორიალს მოაწყობენ ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელ ციხისძირში. მარიამი ამავე სოფლის საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო 2 შვილი ჰყავდა.

მემორიალი 2020 წლის პირველ აპრილამდე უნდა მოეწყოს.


...
25 თებერვალი 2020 13:02
ბუშის სახელებს არქმევენ და კიდევ ალიევების. აგერ სახეზეა გმირი დედა. მართალია ორი შვილი ყავს საკუთარი, მაგრამ თავის გამბედაობით დაიმკვიდრა ასეთი სპეტაკი და უმწიკლო სახელი. ჩვენ ყველა წავალთ ალბათ დიდიხნის მერე, მაგრამ ეს ლამაზი ადამიანი ყოვეთვის იქნება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს
LEKSO KUTAISI
25 თებერვალი 2020 11:46
გმირი კალბატონი ანგელოზები ჰვენ გვერდიტ არიან საუბედუროდ ცოტანი რომლებიც სიცოცხლეჰივე ანგელოზები არიან ასეტი კალბატონია კალბატონი მარიამიც უპალმა სასუფეველი დაგიმკვიდროს დიდო კალბატონო
დაუდგეთ გვერდით
25 თებერვალი 2020 11:07
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.ნამდვილად გმირი დედა.ის მაინტერესებს მისი ოჯახი როგორ ცხოვრომს ამ ტრასგედის შემდეგ თავრობამ და ადგილობრივი ხელისუფლებამ როგორ ეხმარება ოჯახს მის მცირეწლოვა ბავშვები ეს დაწერეთ და გამოაქვეყნეთ,მემორიალის დაფის გახსნა ასეთი გალბატონისთვის კეთილი მოქანდაკები არსებობენ და პატივს ცემენ ცვენ ხომ ქართველები ვართ ,ხოლო ფული ფავშვებს მიეცით დაუდევით ანგარიშზე და პროზენტებს აიღებენ როცა სრულწლოვანები იქნებიან,რაიცით რასდრო ოდის

რედაქტორის რჩევით
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?