კორონავირუსის გამო, საქართველო ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფი პირების მიმართ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს
კორონავირუსის გამო, საქართველო ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფი პირების მიმართ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს
ეპიდსიტუაციის საკმაოდ მომატებული რისკის გამო, საქართველო არა მარტო ჩინეთში ნამყოფ მოქალაქეებზე, არამედ ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ღონისძიებები სავარაუდოდ, ასევე გატარდება სხვა რისკის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ პირებზეც.

"ეპიდსიტუაციის რისკი საკმაოდ მომატებული და გაზრდილია ირანში. როგორც მოგეხსენებათ, ფრენები, რომელიც საკმაოდ ინტენსიური იყო, შევწყვიტეთ. ასევე გადადგმული იქნება სხვა
შემზღუდველი ნაბიჯები. ამ ეტაპზე ვართ შეკავების ფაზაში, რათა მაქსიმალურად შევაკავოთ ინფექციის იმპორტი ქვეყანაში. გამომდინარე აქედან, საქართველოში ჩვენ ვაძლიერებთ მზადყოფნის რეჟიმს, ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს. კერძოდ, დღევანდელი დღით, ის ღონისძიებები, რაც ხორციელდებოდა საქართველოს საზღვრებზე ჩინეთში მოგზაურობის მქონე ადამიანებზე, უტარდებოდათ თერმოსკრინინგი და ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ეს ვრცელდება დღეიდან
ირანიდან და ირანში უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ნამყოფ ადამიანებზე. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა იგივე პროცედურის განხორციელებაზე სხვა მაღალი დასნებოვნების მქონე ქვეყნებიდანაც. შესაბამისი გადაწყვეტილება ალბათ, ამასთან დაკავშირებითაც იქნება მიღებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები