რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა - კვირის პალიტრა

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება არჩევნები.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე იბრძოდა.

ცნობისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ორმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ითხოვეს, რომ თარიღი შეეცვალათ.

"ინტერპრესნიუსი"