მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს ვაჟი გარდაეცვალა
მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს ვაჟი გარდაეცვალა
თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ობს ნანა ფა­ჩუ­აშ­ვილს, ვაჟი გარ­და­ეც­ვა­ლა. თა­მაზ აფხა­ი­ძე 55 წლის იყო.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი წერს. ის და თა­მაზ აფხა­ი­ძე მე­გობ­რე­ბი და კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ:

"ხელი არ მიბ­რუნ­დე­ბა ჩემს უახ­ლო­ეს და უსაყ­ვარ­ლეს მე­გო­ბარ­ზე, კლა­სელ­ზე ამ გან­ცხა­დე­ბის და­სა­წე­რად, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ რო­გორც ინ­ფორ­მა­ცია ისე დავ­დო...

გარ­და­იც­ვა­ლა თა­მაზ აფხა­ი­ძე. პა­ნაშ­ვი­დი: მის: ყიფ­ში­ძის 5/7გას­ვე­ნე­ბა ხუთ­შა­ბათს, 27 თე­ბერ­ვალს, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ოს ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელ­თან მდე­ბა­რე ტაძ­რი­დან" - წერს სა­რიშ­ვი­ლი.

ნანა ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან - თა­მაზ აფხა­ი­ძე უფ­როს­თან სულ ხუთი თვე იცხოვ­რა. მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე თვე­ში ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა მის­გან ერთი ვაჟი - თა­მაზ აფხა­ი­ძე უმ­ცრო­სი დარ­ჩა.

"რო­დე­საც ორ ადა­მი­ანს დიდი გრძნო­ბა აკავ­ში­რებს, ისე ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რომ ვერც ახ­სნი. მგო­ნი ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც "ზე­ვი­დან" წყდე­ბა. ჩემი
პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე - თა­მაზ აფხა­ი­ძე ძა­ლი­ან მალე დავ­კარ­გე - რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ი­ღუ­პა და ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლი და­მი­ტო­ვა. მას უფრო ვუყ­ვარ­დი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ­დი: ასეთ­მა ჭკვი­ან­მა, ლა­მაზ­მა და გა­მორ­ჩე­ულ­მა კაც­მა რა ნახა ჩემ­ში-მეთ­ქი.

მხო­ლოდ 5 თვეს ვი­ყა­ვით ერ­თად. ფეხ­მძი­მე დავ­რჩი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მის­გან შვი­ლი დამ­რჩა - მე­ო­რე თა­მაზ აფხა­ი­ძე. (გაგრძელება)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა