მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს ვაჟი გარდაეცვალა - კვირის პალიტრა

მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს ვაჟი გარდაეცვალა

თეატრისა და კინოს მსახიობს ნანა ფაჩუაშვილს, ვაჟი გარდაეცვალა. თამაზ აფხაიძე 55 წლის იყო.

მისი გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქზე" ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი წერს. ის და თამაზ აფხაიძე მეგობრები და კლასელები იყვნენ:

"ხელი არ მიბრუნდება ჩემს უახლოეს და უსაყვარლეს მეგობარზე, კლასელზე ამ განცხადების დასაწერად, მაგრამ იძულებული ვარ როგორც ინფორმაცია ისე დავდო...

გარდაიცვალა თამაზ აფხაიძე. პანაშვიდი: მის: ყიფშიძის 5/7გასვენება ხუთშაბათს, 27 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოს ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე ტაძრიდან" - წერს სარიშვილი.

ნანა ფაჩუაშვილმა პირველ მეუღლესთან - თამაზ აფხაიძე უფროსთან სულ ხუთი თვე იცხოვრა. მეუღლე რამდენიმე თვეში ტრაგიკულად გარდაიცვალა, თუმცა მისგან ერთი ვაჟი - თამაზ აფხაიძე უმცროსი დარჩა.

"როდესაც ორ ადამიანს დიდი გრძნობა აკავშირებს, ისე ბუნებრივად ხდება ყველაფერი, რომ ვერც ახსნი. მგონი ყველაფერი მაინც "ზევიდან" წყდება. ჩემი პირველი მეუღლე - თამაზ აფხაიძე ძალიან მალე დავკარგე - რამდენიმე თვეში დაიღუპა და ძალიან დიდი ტკივილი დამიტოვა. მას უფრო ვუყვარდი, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობდი: ასეთმა ჭკვიანმა, ლამაზმა და გამორჩეულმა კაცმა რა ნახა ჩემში-მეთქი.

მხოლოდ 5 თვეს ვიყავით ერთად. ფეხმძიმე დავრჩი და ბედნიერი ვარ, რომ მისგან შვილი დამრჩა - მეორე თამაზ აფხაიძე. (გაგრძელება)