კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში მყოფი პირებისთვის მითითებებს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში მყოფი პირებისთვის მითითებებს აქვეყნებს

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში ლომბარდიის და ვენეტოს რეგიონებში მყოფ პირებს მითითებებს აძლევს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეთა თანამშრომლობა ვირუსთან საბრძოლველად ფუნდამენტურია.

"მოქალაქეთა თანამშრომლობა ფუნდამენტურია კორონა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლოლველად!

ლომბარდიის რეგიონის მითითებები: მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ლომბარდიის რეგიონის კომუნებში (21 თებერვლის განკარგულებაში მითითებული კომუნები), და აღენიშნებათ გრიპის სიმპტომები არ უნდა მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, არამედ უნდა დარეკონ რეგიონის ცხელ ხაზზე 800.89.45.45 ან 112-ზე ან საერთო ინფორმაციის გასაგებად 1500-ზე. დეტალური ინფორომაციის გასაგებად შებრძანდით ლომბარდიის რეგიონის ვებ-გვერდზე!

ვენეტოს რეგიონის მითითებები: მოქალაქეებმა, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ პირებთან, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან აქვთ მსუბუქ ფორმებში, როგორიცაა სიცხე ან/და ხველა რესპირატორული გართულებების გარეშე, არ უნდა დარეკონ 118-ზე და არ უნდა მიმართონ საავადმყოფოს. უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე - 800.46.23.40. ეჭვისა და ვარაუდის დროს დარეკეთ 1500-ზე, სიმპტომების აღმოჩენისას არ მიმართოთ საავადმყოფოს! დარეკეთ 118-ზე! თვალყური მიადევნეთ რეგიონის სოციალურ ქსელებს https://www.facebook.com/RegionedelVeneto e https://twitter.com/RegioneVeneto https://www.facebook.com/RegionedelVeneto e https://twitter.com/RegioneVeneto დეტალური ინფორმაციის გასაგებად შებრძანდით ვენეტოს რეგიონის ვებ-გვერდზე!",-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"