ქუთაისის ინფექციურ ცენტრში იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგო შეიყვანეს - კვირის პალიტრა

ქუთაისის ინფექციურ ცენტრში იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგო შეიყვანეს

აეროპორტიდან ქუთაისის ინფექციურ ცენტრში მგზავრი გადაიყვანეს. 20 წლის გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "ელ ჯი და კომპანიაში" დღის მეორე ნახევარში შეიყვანა.

როგორც კლინიკის მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, კლინიკაში გადაყვანილი 20 წლის გოგო, იტალიიდან ჩამოფრინდა და ტემპერატურა 37. 8 გრადუსი დაუფიქსირდა.

"შემოყვანილია პაციენტი 20 წლის, იტალიიდან ჩამოვიდა სიცხე დაუფიქსირდა 37,8, მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. უტარდება მკურნალობა, ემსახურება სპეციალურად აღჭურვილი მედპერსონალი. კორონავირუსზე ანალიზი ჯერ არ ჩატარებია. ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. მდგომარეობა სტაბილურია, ტემპერატურამ დაიკლო, რჩება კლინიკაში",- განაცხადა თემურ ნადირაძემ.

"ინტერპრესნიუსი"